—

ამირან გამყრელიძე - პროგნოზის მიხედვით, შესაძლოა, პიკში შევიდეთ თებერვლის პირველ დეკადაში და დღიურად ვირუსის 10-დან 15 000-მდე შემთხვევა გვქონდეს

30
ამირან გამყრელიძე - პროგნოზის მიხედვით, შესაძლოა, პიკში შევიდეთ თებერვლის პირველ დეკადაში და დღიურად ვირუსის 10-დან 15 000-მდე შემთხვევა გვქონდეს
მოსასმენად დააჭირეთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, „ომიკრონის“ შემთხვევებში დაავადება „დელტა“ შტამთან შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს, თუმცა ამით საზოგადოება არ უნდა გათამამდეს. მისივე…

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, „ომიკრონის“ შემთხვევებში დაავადება „დელტა“ შტამთან შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს, თუმცა ამით საზოგადოება არ უნდა გათამამდეს. მისივე თქმით, პროგნოზირების ინსტიტუტის მონაცემებით, შესაძლოა, ქვეყანა კორონავირუსის პიკში თებერვლის პირველ დეკადაში შევიდეს.

„ამ ეტაპზე ქვეყანაში „ომიკრონის“ შემთხვევების გამო ჰოსპიტალიზაცია არ გაზრდილა, გაიზარდა ზარები ცხელ ხაზებზე, ონლაინკლინიკებზე და ეს მოსალოდნელიც არის, რადგან ჯერჯერობით ძირითადად „დელტა“ შტამთან შედარებით, „ომიკრონის“ შემთხვევბი მსუბუქად მიმდინარეობს.

რა თქმა უნდა, ამან არ უნდა გაგვათამამოს, რადგან პროგნოზირების ინსტიტუტის, „ჰელსმეტრიკის“ ბოლო მონაცემებით, ჩვენ შესაძლოა, პიკში შევიდეთ თებერვლის პირველ დეკადაში და შესაძლოა, დღიურად 60 000-მდე შემთხვევა იყოს, რომლიდანაც 20-30 პროცენტი ლაბორატორიულად გამოვლინდება. ანუ, შესაძლებელია დღიურად გვქონდეს 10-დან 15 000-მდე შემთხვევების დატვირთვა. საერთაშორისო მონაცემებით „ომიკრონის“ შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მერყეობს 5-დან 10-პროცენტამდე, „დელტას“ დროს კი ეს მაჩვენებელი 12-15-დან 20 პროცენტამდე იყო. ამიტომ, ჰოსპიტალიზაცია დიდი ალბათობით, შემცირებული იქნება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

(1tv)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →