—

გიორგი ღიბრაძის განცხადებით, თუ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია ისე გაუარესდება, რომ სახელმწიფო პაციენტების სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფას ვეღარ შეძლებს, დამატებითი შეზღუდვების საკითხი დადგება

78
გიორგი ღიბრაძის განცხადებით, თუ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია ისე გაუარესდება, რომ სახელმწიფო პაციენტების სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფას ვეღარ შეძლებს, დამატებითი შეზღუდვების საკითხი დადგება
მოსასმენად დააჭირეთ

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, თუ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია ისე გაუარესდება, რომ სახელმწიფო პაციენტების სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფას ვეღარ…

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, თუ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია ისე გაუარესდება, რომ სახელმწიფო პაციენტების სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფას ვეღარ შეძლებს, დამატებითი შეზღუდვების საკითხი დადგება.

„კონკრეტულ მაჩვენებელზე არ გვისაუბრია, თუმცა როდესაც შემთხვევათა რაოდენობა იქამდე გაიზრდება, რომ ცხადი გახდება ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვის პირას დგომა და სახელმწიფო ვეღარ შეძლებს ყველა ინფიცირებულის სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფას, ცხადია დადგება საკითხი“, - განაცხადა ღიბრაძემ.

როგორც ღიბრაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, საველე ჰოსპიტალების გახსნის საჭიროების დადგომის შემთვევაში სახელმწიფო არსებული პრაქტიკით იხელმძღვანელებს და კოვიდინფიცირებულთა სამკურნალოდ ყველანაირ საშუალებას გამოიყენებს.

ამასთან, ღიბრაძემ პირბადის ტარების კონტროლის საკითხზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ პირბადის ტარების აღსრულებასთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მოქალაქემ საკუთარ თავს თავად გაუკეთოს კონტროლი.

„ეს არ არის მხოლოდ კონტროლის და მაკონტროლებლის მიერ განხორციელებული ღონისძიება, რითაც პანდემიასთან ბრძოლას შევძლებთ. ეს უნდა იყოს ერთობლივი, როგორც საზოგადოების მხრიდან ასევე აღმასრულებლის მხრიდან. ცხადია ერთის მხრიდანაც გამკაცრდება კონტროლი, თუმცა მეორე მხრივ ამას ჩვენ თავად, თითოეულმა ჩვენგანმა, უნდა გაუწიოს კონტროლი“, - განაცხადა ღიბრაძემ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →