—

მედიკამენტებზე ფასების კლების მიმართულებით კონკრეტულ გადაწყვეტილებას მთავრობა მიმდინარე კვირას მიიღებს

31
მედიკამენტებზე ფასების კლების მიმართულებით კონკრეტულ გადაწყვეტილებას მთავრობა მიმდინარე კვირას მიიღებს
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მედიკამენტებზე ფასების კლების მიმართულებით კონკრეტულ გადაწყვეტილებას მთავრობა მიმდინარე კვირას მიიღებს. როგორც მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა, იგეგმება…

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მედიკამენტებზე ფასების კლების მიმართულებით კონკრეტულ გადაწყვეტილებას მთავრობა მიმდინარე კვირას მიიღებს. როგორც მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა, იგეგმება თურქეთის ბაზრის გახსნა და იქიდან ხარისხიანი მედიკამენტების შემოტანა საქართველოში და ასევე საკანონმდებლო ბაზის შეცვლა, რაც პრემიერის თქმით, მედიკამენტებზე ფასებს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

„მოგეხსენებათ, რომ ჩვენი დაპირება შესრულდა - აზარტული თამაშების საკითხი დარეგულირდა ქვეყანაში, პარლამენტს მადლობა, კიდევ ერთხელ, რომ მიიღეს შესაბამისი კანონი.

კიდევ ერთი დაპირება, რაც ჩვენ გვაქვს მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით, ამ თემაზე ჩვენ ამ კვირაში მივიღებთ გადაწყვეტილებებს, რაც ჩვენი პროგნოზით, მნიშვნელოვნად შეამცირებს მედიკამენტებზე ფასებს. ფარმაცევტული ბაზრის ანგარიში დასრულებულია, კონკურენციის სააგენტომ დაასრულა მუშაობა, ახალი მინისტრი უკვე შეხვდა კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელს, მათ ერთად დაგეგმეს შემდგომ გასატარებელი ღონისძიებები. ჩვენ, ასევე, ვაპირებთ, რომ გავხსნათ თურქეთის ბაზარი, თურქეთიდან შემოვიდეს ხარისხიანი, მაღალი ხარისხის მედიკამენტები, რაც ჩვენი პროგნოზებით, ძალიან გააიაფებს ფასებს მედიკამენტებზე და ამის გარდა, ჩვენ ასევე ვიმუშავებთ კანონმდებლობაზე, რომელიც კიდევ უფრო გააუმჯობესებს სიტუაციას ამ მიმართულებით“,- განაცხადა პრემიერმა.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →