—

მარიამ ჯიშკარიანი - უკრაინაში ადვოკატები მთავარ პროკურატურას მიმართავენ, რათა მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე გამოძიება დაიწყოს

32
მარიამ ჯიშკარიანი - უკრაინაში ადვოკატები მთავარ პროკურატურას მიმართავენ, რათა მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე გამოძიება დაიწყოს
მოსასმენად დააჭირეთ

ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელის მარიან ჯიშკარიანის ინფორმაციით, ადვოკატები უკრაინაში მთავარ პროკურატურას მიმართავენ, რათა მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე გამოძიება დაიწყოს.

ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელის მარიან ჯიშკარიანის ინფორმაციით, ადვოკატები უკრაინაში მთავარ პროკურატურას მიმართავენ, რათა მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე გამოძიება დაიწყოს.

როგორც მარიამ ჯიშკარიანი აცხადებს, სააკაშვილის პირად ექიმს და „ემპათიას“ არ ეძლევა ამ დრომდე საშუალება, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში სააკაშვილი მოინახულონ, შესაბამისად, უცნობია ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც საქართველოს კანონმდებლობის დარღვევაა.

„ვერაფერს ვიტყვით ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ვინაიდან, როგორც პირადი ექიმი ვერ შედის, ასევე ჩვენ ჯერჯერობით არ გვაქვს ნებართვა. შესაბამისად, ინფორმაცია, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, არ გვაქვს და ესეც საქართველოს კანონმდებლობის დარღვევაა, ვინაიდან, პაციენტს აქვს უფლება, მოიძიოს მეორე, ალტერნატიული აზრი. ასევე უფლება, ჩაიტაროს ექსპერტიზა.

იცით, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალში ახალ გარემოებებს ჰქონდა ადგილი. ასევე, ჩვენი მოსაზრებით, მიმდინარეობს არაადეკვატური მკურნალობა და შესაბამისად, ვითხოვთ დაუყოვნებლივ მიხეილ სააკაშვილთან დაშვებას. მივმართეთ უკრაინაში ადვოკატებს და მათი დაცვის სტრატეგია ასეთია, რომ ისინი მიმართავენ მთავარ პროკურატურას უკრაინაში, რათა დაიწყოს გამოძიება მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე", - აცხადებს მარიამ ჭიშკარიანი.

İpn.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →