—

რუსთავის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება

70
რუსთავის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება
მოსასმენად დააჭირეთ

თავისუფლება პრეზიდენტ სააკაშვილს, ხელისუფლების უკანონო პატიმარს - რუსთავის ციხესთან 15 საათზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება.

ორგანიზატორები, აქტივისტები და მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები გააპროტესტებენ  მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობასა და წამებას, პირადი ექიმის ვიზიტისა და სატელეფონო ზარების უფლების შეზღუდვას. 

მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან 100 დღეზე მეტია გასული. გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან რუსთავში გადაყვანის შემდეგ, მასთან ექიმებს არ უშვებენ, შესაბამისად, როგორია მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს არ შეუფასებიათ.

მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან რუსთავში 30 დეკემბერს, გვიან ღამით გადაიყვანეს. 

(Mtavari Arxi)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →