—

იენს სტოლტენბერგი - ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერას და საქართველოსთან და უკრაინასთან მუშაობას

27
იენს სტოლტენბერგი - ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერას და საქართველოსთან და უკრაინასთან მუშაობას
მოსასმენად დააჭირეთ

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ სტოლტენბერგმა გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. კითხვაზე, თუ როგორ აპირებს ბლოკი ორი…

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ სტოლტენბერგმა გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. კითხვაზე, თუ როგორ აპირებს ბლოკი ორი ქვეყნის, უკრაინისა და საქართველოს მიმართ პრაქტიკული და პოლიტიკური მხარდაჭერის გაზრდას და რუსეთის დარწმუნებას, რომ მას არ აქვს ვეტოს გამოყენების უფლება და არ შეუძლია საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების პროცესის შეფერხება, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ რეფორმები აყალიბებს ძლიერ საზოგადოებას და მდგრადი, კარგად ფუნქციონირებადი საზოგადოება მეტად დაცულია რუსეთის მხრიდან ჩარევის მიმართ.

მან ასევე უპასუხა შეკითხვას, ხომ არ განიხილება მომდევნო კვირას დაგეგმილ ნატო-ს გაფართოების შეხვედრაზე საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების საკითხი.

„ვფიქრობ, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ნატო-ს გაფართოება ძალზე მნიშვნელოვანია ევროპაში სტაბილურობის, სიმშვიდის, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის. ნატო-სა და ევროკავშირის გაფართოება ბოლო ათწლეულების განმავლობაში მართლაც დაეხმარა ევროპას დემოკრატიული თავისუფლების გავრცელებასა და განმტკიცებაში. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ნატო-მ იძულებით გააწევრიანა ქვეყნები ალიანსში, არამედ ეს იყო დამოუკიდებელი ქვეყნების მიერ მიღებული თავისუფალი გადაწყვეტილებები და ამ პროცესის შემდეგ ალიანსში ახალი წევრები მივიღეთ. ისინი გვეხმარებიან მთელს ევროპაში დემოკრატიისა და თავისუფლების დაცვაში. გაწევრიანება ცალკეული ერების დემოკრატიული გადაწყვეტილებების პატივისცემას ეხება. ნატომ აჩვენა, რომ ბოლო წლებში ნატო-ს კარი ღიაა. ამას ამტკიცებს ჩრდილოეთ მაკედონიისა და მონტენეგროს ალიანსში ახალ წევრებად მიღება", - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, ალიანსი ერთგული რჩება ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების.

„როდესაც ვსაუბრობთ საქართველოზე და უკრაინაზე, ჩვენ მხარს ვუჭერთ და ვეხმარებით მათ შემდგომი ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე რეფორმების განხორციელებით, პრაქტიკული და პოლიტიკური მხარდაჭერით. ვფიქრობ მნიშვნელოვანია ამ გზავნილის გაგზავნა, რომ რეფორმები მნიშვნელოვანია ნაწილობრივ იმიტომ, რომ ეს არის ნატოს სტანდარტების დაკმაყოფილების საშუალება, მაგრამ ეს ასევე აძლიერებს უკრაინისა და საქართველოს საზოგადოებებს. მდგრადი, კარგად ფუნქციონირებადი საზოგადოება მეტად დაცულია რუსეთის მხრიდან ჩარევის მიმართ. ასე რომ, ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერას და საქართველოსთან და უკრაინასთან მუშაობას“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →