—

მიხეილ სააკაშვილმა პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოყენებაზე ულტიმატუმის ვადა იანვრის ბოლომდე გადაწია

29
მიხეილ სააკაშვილმა პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოყენებაზე ულტიმატუმის ვადა იანვრის ბოლომდე გადაწია
მოსასმენად დააჭირეთ

ადვოკატის, შოთა თუთბერიძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოყენებაზე ულტიმატუმის ვადა იანვრის ბოლომდე გადაწია. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სააკაშვილის აზრით, ეს პირობა…

ადვოკატის, შოთა თუთბერიძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოყენებაზე ულტიმატუმის ვადა იანვრის ბოლომდე გადაწია. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სააკაშვილის აზრით, ეს პირობა მიზნის მისაღწევად უფრო მისაღები და ეფექტურია.

„მიხეილ სააკაშვილის პოზიციაა, რომ თუ მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და არ გაეწევა ადეკვატური სამედიცინო დახმარება იანვრის თვის ბოლომდე, მიმართავს პროტესტის უკიდურეს ფორმებს. უკიდურეს ფორმას შეიძლება მოიცავდეს მათ შორის შიმშილობა, მაგრამ სხვა ფორმებით გამოხატვაც შეიძლება. მისი აზრით, ამ სიტუაციაში ეს პირობა არის უფრო მისაღები და ეფექტური მიზნით მისაღწევად. მე არ მახსოვს არცერთი დარღვეული ულტიმატუმი ან დაპირება მიხეილ სააკაშვილის მხრიდან. განსხვავებით იმ ადამიანებისგან, რომლებიც გაურბიან ობიექტური სასამართლოს ჩატარებას. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი ძალიან სერიოზულად აღიქვამს მის თითოეულ განცხადებასა თუ მოსაზრებას”, - აღნიშნა შოთა თუთბერიძემ.

მისივე ინფორმაციით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად ამ დრომდე სააკაშვილთან შეხვედრისას კონფიდენციალურობის შენარჩუნება რჩება.

"ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რაც რჩება ხანგრძლივ პრობლემად, გახლავთ სააკაშვილთან შეხვედრისას დასაცავი კონფიდენციალურობა. ჩვენ დღესაც არ გვქონდა საშუალება, რომ გვქონოდა კონფიდენციალური კომუნიკაცია და იყო მყარი ბარიერი აღმართული, ასევე ვერ მოვახერხეთ წერილობითი კორესპონდენციის მიმოცვლა, რაც არის ერთადერთი ფორმა. რომლითაც ვერ გაიგებენ ჩვენი საუბრის შინაარსს. მოვუწოდებ დაწესებულების უფროსებს, რომ ეს უმსგავსობა აღმოფხვრან და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, რომ დაგვეხმარონ ამის აღმოფხვრაში”, - აღნიშნა შოთა თუთბერიძემ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →