—

ამირან გამყრელიძე - "ბუსტერი" ომიკრონთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ძირითადი რეკომენდაციაა - შესაძლებელია, ვირუსმა კიდევ მრავალი მუტაცია განიცადოს

31
ამირან გამყრელიძე - "ბუსტერი" ომიკრონთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ძირითადი რეკომენდაციაა - შესაძლებელია, ვირუსმა კიდევ მრავალი მუტაცია განიცადოს
მოსასმენად დააჭირეთ

დღეს „ბუსტერი“ და „ბუსტერიზაცია“ გახლავთ „ომიკრონთან“ ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ძირითადი რეკომენდაცია,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

დღეს „ბუსტერი“ და „ბუსტერიზაცია“ გახლავთ „ომიკრონთან“ ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ძირითადი რეკომენდაცია,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, შესაძლოა, კორონავირუსმა კიდევ განიცადოს მუტაცია, რაც რამდენიმე დღის წინ, ვირუსის ახალი ვარიანტის გაჩენამაც დაადასტურა.

„დღეს „ბუსტერი“ და ბუსტერიზაცია“ გახლავთ „ომიკრონთან“ ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ძირითადი რეკომენდაცია, რამეთუ ბუსტერიზირებულ, განსაკუთრებით, „ფაიზერით“ ბუსტერიზირებული მოსახლეობა უფრო მყარად დაცულია „ომიკრონთან“ მიმართებით, მაგრამ მედიცინაში აბსოლუტური არაფერია. შესაძლებელია, ამ ვირუსმა კიდევ მრავალი მუტაცია განიცადოს. ამის დადასტურება გახლავთ ის, რომ გაჩნდა ახალი მუტაცია, რომელიც ისევ კამერუნის შემთხვევებთან არის დაკავშირებული“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, ახალი შტამის შესახებ, რომელიც საფრანგეთში დადასტურდა, ცნობილია ის, რომ ვინც დაინფიცირდნენ, სწრაფად გამოჯანმრთელდნენ.

ამასთან, ამირან გამყრელიძემ მოსახლეობას მოუწოდა, ჩაიტარონ ვაქცინაცია და სრულად დაიცვან რეკომენდაციები.

„37% გვაქვს პირბადის ტარების მაჩვენებელი, რაც ძალიან დაბალია. სასურველია, რომ 95%-ზე ავიდეთ. ხშირად ვიმეორებ, რომ თუ ჩვენ ავალთ 95%-ზე, აპრილამდე 2 ათასი ადამიანის სიცოცხლეს 

გადავარჩენთ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, შესაძლოა, „ომიკრონის“ შტამი პანდემიის დასრულების დასაწყისი იყოს.

„არ არის გამორიცხული, რომ „ომიკრონი“ პანდემიის დასრულების დასაწყისი იყოს. შედარებით დასუსტებულმა ვირუსმა, სადაც მისი აგრესიულობა მცირდება, სწრაფად გამოიწვიოს პოპულაციური იმუნიტეტი და ამით ხელი შუწყოს მასობრივად პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბებას აცრებთან ერთად“, - განაცხადა გამყრელიძემ.

İpn.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →