—

ადვოკატი - მიხეილ სააკაშვილის მიერ შიმშილობის გამოცხადებას ვერ ჩავთვლი სწორ ნაბიჯად

27
ადვოკატი - მიხეილ სააკაშვილის მიერ შიმშილობის გამოცხადებას ვერ ჩავთვლი სწორ ნაბიჯად
მოსასმენად დააჭირეთ

ჩემი რჩევაა, რომ მიხეილ სააკაშვილი საკუთარ ჯანმრთელობას უნდა გაუფრთხილდეს, რადგან დასუსტებული ჯანმრთელობით ციხეში მყოფი სააკაშვილი მის პოლიტიკურ ოპონენტებს სურთ, მათ შორის ბატონ ივანიშვილს, - ამის შესახებ მიხეილ…

ჩემი რჩევაა, რომ მიხეილ სააკაშვილი საკუთარ ჯანმრთელობას უნდა გაუფრთხილდეს, რადგან დასუსტებული ჯანმრთელობით ციხეში მყოფი სააკაშვილი მის პოლიტიკურ ოპონენტებს სურთ, მათ შორის ბატონ ივანიშვილს, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, გიორგი მშვენიერაძემ რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მშვენიერაძის თქმით, მან ურჩია სააკაშვილს, რომ შიმშილობა არ დაიწყოს.

„სწორედ ამიტომ, ვერ ჩავთვლი სწორ ნაბიჯებად ამ ეტაპზე მის მიერ შიმშილობის გამოცხადებას, რაც მას ვუთხარი კიდეც. იმედია, ამ რჩევას ის აუცილებლად გაითვალისწინებს, ვინაიდან ამით მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი იხეირებს.

მე პრეზიდენტ სააკაშვილის ნაცვლად ვერ აღვწერ მის მდგომარეობას. ის ამბობს, რომ მას სჭირდება სამედიცინო დახმარება, რომელიც უკავშირდება ნევროლოგიურ საკითხებს. როგორც ვიცი, მასთან კონსულტაციაზე იმყოფებოდა ექიმი, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულების კონტრაქტორია. მისივე განცხადების, სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამოიკვეთა, რომ მას სჭირდება კვალიფიციური სამედიცინო დახმარება", - განაცხადა მშვენიერაძემ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →