—

სერგო ჩიხლაძე - მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ჩვენგან მხარდაჭერა ექნება

35
სერგო ჩიხლაძე - მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ჩვენგან მხარდაჭერა ექნება
მოსასმენად დააჭირეთ

საგამოძიებო კომისიის შექმნას ჩვენგან მხარდაჭერა ექნება - კარგია, რომ ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტია ვთანხმდებით, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა სერგო…

საგამოძიებო კომისიის შექმნას ჩვენგან მხარდაჭერა ექნება - კარგია, რომ ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტია ვთანხმდებით, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინიციატივას, მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისია შეიქმნას.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ასევე, საგამოძიებო კომისიის შექმნა 5 ივლისის მოვლენებზე და კორუფციულ საქმეებზე. ჩიხლაძის თქმით, გამორიცხული არ არის სხვა საგამოძიებო კომისიებიც შეიქმნას, რასთან დაკავშირებითაც ოპოზიციონერ კოლეგებთან საუბარი ექნებათ.

„საპარლამენტო საგამოძიებო კომისია არის ძალიან მნიშვნელოვანი ბერკეტი ოპოზიციის ხელში. ჩვენს ფრაქციას მანამდეც ჰქონდა ინიციატივა, მაგალითად, 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნა, "ლელოს" ჰქონდა ანტიკორუფციული საგამოძიებო კომისიის შექმნის სურვილი, მაგრამ ვერ მოხერხდა, რადგან ოპოზიცია სრულად არ იყო წარმოდგენილი პარლამენტში. ახლა კარგია, რომ ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტია ვთანხმდებით, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა, ჩვენგან საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარდაჭერა ექნება. მნიშვნელოვანია საგამოძიებო კომისიების შექმნა, როგორიც არის მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული მოვლენების შესწავლა, ასევე 5 ივლისთან, სხვადასხვა კორუფციულ საქმეებთან დაკავშირებით, არ გამოვრიცხავ სხვა კომისიების შექმნასაც და ამაზე ჩვენ გვექნება ჩვენს ოპოზიციურ კოლეგებთან დიალოგი,"- განაცხადა ჩიხლაძემ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →