—

ვიფიქრებთ საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად ხმების შევსებაზე - კობახიძე

23
ვიფიქრებთ საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად ხმების შევსებაზე - კობახიძე
მოსასმენად დააჭირეთ

შეიძლება, ვიფიქროთ სააკაშვილის საქმეზე კომისიის შესაქმნელად ხმების შევსებაზე, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ განაცხადა.

შეიძლება, ვიფიქროთ სააკაშვილის საქმეზე კომისიის შესაქმნელად ხმების შევსებაზე, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ განაცხადა. 

ირაკლი კობახიძე ფიქრობს, რომ კომისია მარტივად დაადგენს მესამე პრეზიდენტის მიმართ არასათანადო მოპყრობის არარსებობას.

"სპონტანურად რომ გიპასუხოთ, შეიძლება მე, პირადად არ ვყოფილიყავი ასეთი კომისიის შექმნის წინააღმდეგი; როდესაც საუბარია სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობაზე, ყველამ ვიცით, რომ ამას არავითარი საფუძველი არა აქვს; რა თქმა უნდა, თუ ასეთი კომისია შეიქმნება, მხოლოდ და მხოლოდ ის დადგინდება, რომ არავითარ არასათანადო მოპყრობას ადგილი არ ჰქონია.

ჩვენ ამაზე ვიმსჯელებთ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩემი პირადი პოზიციაა, შეიძლება ეს არც იყოს ცუდი, აქედან გამომდინარე შეიძლება, ვიფიქროთ ამ ხმების შევსებაზეც კი, ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ ძალიან მარტივად დაადგენს ეს კომისია არასათანადო მოპყრობის არარსებობას. ამისთვის არის დრო თებერვლამდე, თებერვალში გაიხსნება პარლამენტის მორიგი სესია; მანამდე გვექნება მსჯელობა და მივიღებთ გადაწყვეტილებას", – განაცხადა კობახიძემ.

(report)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →