—

მეზობლები გორში ძმის მიერ ძმის მკვლელობის სავარაუდო მიზეზზე საუბრობენ

42
მეზობლები გორში ძმის მიერ ძმის მკვლელობის სავარაუდო მიზეზზე საუბრობენ
მოსასმენად დააჭირეთ

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ძმის მკვლელობაში ბრალდებულს საზოგადოებრივი ადვოკატი დაიცავს. მეზობლების ინფორმაციით, ძმებს შორის უთანხმოება ადრე არასდროს ყოფილა და მომხდარის მიზეზი, სავარაუდოდ, ალკოჰოლის…

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ძმის მკვლელობაში ბრალდებულს საზოგადოებრივი ადვოკატი დაიცავს. მეზობლების ინფორმაციით, ძმებს შორის უთანხმოება ადრე არასდროს ყოფილა და მომხდარის მიზეზი, სავარაუდოდ, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ შეკამათება გახდა.

სოფელ ახალსოფელში ძმებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად 32 წლის გიორგი კუთარაშვილი დაიღუპა. შემთხვევა 1-ელ იანვარს მოხდა, 1990 წელს დაბადებული მამაკაცი კლინიკა „გორმედში“ კრიტიკული მდგომარეობით, სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებით შეიყვანეს.

როგორც ,,გორმედის“ ექიმმა დავით გასიტაშვილმა განუცხადა, კლინიკაში შეყვანისას პაციენტის მდგომარეობა კრიტიკული იყო, მას აღენიშნებოდა რამდენიმე დაზიანება, მათ შორის ღვიძლის გამჭოლი ჭრილობა და 3 ლიტრამდე ოდენობის სისხლის დანაკარგი, პაციენტი კლინიკაში გულის გაჩერებით შეიყვანეს, შესაბამისი რეანიმაციული ღონისძიებების შემდგომ კი გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია დაიწყო. ოპერაციის მსვლელობისას რამდენჯერმე კვლავ დაფიქსირდა გულის გაჩერება. სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებების გამო, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულია. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს და თავისუფლების აღკვეთას ვადით 13-დან 17 წლამდე ითვალისწინებს.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →