—

პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატები მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ მხარს არ უჭერენ

37
პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატები მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ მხარს არ უჭერენ
მოსასმენად დააჭირეთ

პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატები მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ მხარს არ უჭერენ.

პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატები მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ მხარს არ უჭერენ.

როგორც ანა ბუჩუკურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ამ შემთხვევაში "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" ერთი ჯოხის ორი ბოლოა.

"ერთი - "ქართული ოცნება" ძალაუფლების შენარჩუნებისა და ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის მზად არის გააუქმოს და გაანადგუროს დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი, ხოლო მეორე - "ნაციონალური მოძრაობა" მზად არის ვიწრო პარტიული ინტერესი ანუ ერთი ადამიანის ინტერესი სახელმწიფოს ინტერესში გაცვალოს. როდესაც "ქართული ოცნება" სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების მავნებლურ გადაწყვეტილებას იღებდა, "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტის პლენარულ სხდომაზე არც კი გამოცხადდა, ხოლო როცა კომიტეტის სხდომაზე ამ ძალიან მძიმე გადაწყვეტილების განხილვა მიმდინარებდა, მათმა ერთ-ერთმა წარმომადგენელმა მიხეილ სააკაშვილის წერილის კითხვა დაიწყო. "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" ერთმანეთს ასულდგმულებს. ამ პირობებში საგამოძიებო კომისიის შექმნა სწორი არ არის და ჩვენი გუნდი მხარს არ დაუჭერს", - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

ცნობისთვის, სააკაშვილის ადვოკატის გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი თვლის, რომ მნიშვნელოვანი იქნება მის საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას, რომელიც შეისწავლის მის მიმართ „არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტს“. ადვოკატის თქმით, სააკაშვილი მზად არის თავად წარსდგეს საგამოძიებო კომისიაზე და კომისიის წევრებს შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდოს.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →