—

რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან, სადაც მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს, შესაძლოა, საპროტესტო აქციები დაიწყოს

28
რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან, სადაც მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს, შესაძლოა, საპროტესტო აქციები დაიწყოს
მოსასმენად დააჭირეთ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზვიად კუპრავა არ გამორიცხავს, რომ რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან, სადაც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს, საპროტესტო აქციები დაიწყოს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზვიად კუპრავა არ გამორიცხავს, რომ რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან, სადაც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს, საპროტესტო აქციები დაიწყოს.

როგორც მან საპატიმროსთან ჟურნალისტებს განუცხადა, აქციები უნდა გაიმართოს რუსთაველის გამზირზეც და ყველა იმ ადგილას, საიდანაც ხელისუფლებას ხმას მიაწვდენენ.

ამასთანავე, მისი თქმით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაგებაა.

„რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის გადმოყვანას, პირველ რიგში, უნდა გავიგოთ როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. არ ვიცით ამ ეტაპზე როგორ არის, აქვს თუ არა დაზიანებები. ძალადობის მსხვერპლი ყველა შემთხვევაში არის და იქნებოდა, იმიტომ რომ მას გაცხადებული ჰქონდა საღ გონებაზე, რომ ის თავის ნებით არ დატოვებდა კლინიკას, იმიტომ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორც ექიმების თქმით, ასევე მისი შეგრძნებით, არ იყო დამაკმაყოფილებელი. შესაბამისად, ის უნდა დარჩენილიყო სულ მცირე გორის სამხედრო ჰოსპიტალში. ამას რა თქმა უნდა, შესაბამისი, ადეკვატური და პროპორციული რეაგირება ექნება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. თქვენ იცით, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები შიმშილობენ, თუმცა პროტესტი გაგრძელდება სხვა მიმართულებითაც, მათ შორის, რუსთავის ციხესთან, მათ შორის, რუსთაველზე და ყველა იმ ლოკაციაზე, სადაც კი შეიძლება პროტესტი მივიდეს ხელისუფლების ყურამდე“, - განაცხადა კუპრავამ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →