—

"სააკაშვილს ახალი დიაგნოზი დაუსვეს" - ომბუდსმენის წარმომადგენელი

34
"სააკაშვილს ახალი დიაგნოზი დაუსვეს" - ომბუდსმენის წარმომადგენელი
მოსასმენად დააჭირეთ

სახალხო დამცველის წარმომადგენელმა საბა ბრაჭველმა საქართველოს მესამე პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოინახულა.

მისი ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს 27 დეკემბერს ახალი დიაგნოზი დაუსვეს, რომლის შესახებაც ამ ეტაპზე არ ისაუბრებს.

"როგორც გავიგეთ, 27 დეკემბერს არის დასმული ახალი დიაგნოზი, რომელსაც ამ ეტაპისთვის არ გავახმაურებთ. თავად პაციენტი ამბობს, რომ მას ჰქონდა სამი ჰიპერტონიული კრიზი. ამჟამად ის თავს კვლავ არ გრძნობს კარგად და ითხოვს დამატებით სპეციალისტებთან შეხვედრას, მათ შორის, ნევროლოგთან, თუმცა, მკურნალი ნევროლოგი ამბობს, რომ დინამიკა ამ მომენტისთვის არის დადებითი. სამწუხაროდ, დღეს არ მოგვეცა სამედიცინო დოკუმენტაციის გაცნობის შესაძლებლობა იმ მიზეზით, რომ 6 საათის შემდეგ ფორმა 100-ის ნახვა შეუძლებელი იყო. ამის გათვალსიწინებით, მნიშვნელოვანი იყო გუშინ ჩემთან მყოფი ნევროლოგი შესულიყო, რაც არ მოხერხდა.

ამ მომენტისთვის, მიხეილ სააკაშვილის ახალი მკურნალი ექიმი არ არის დანიშნული. როგორც განგვიმარტეს, ამ დროისთვის, სხვადასხვა პროფილის ექიმები ერთობლივად იღებენ გადაწყვეტილებას მკურნალობის სტრატეგიის დაგეგმვასთან დაკავშირებით", - განაცხადა ბრაჭველმა.

ცნობისთვის, ნინო გოგორიშვილმა განაცხადა, რომ ის სააკაშვილის მკურნალი ექიმი ვეღარ იქნება.

report.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →