—

"მიშა არის ცუდად, მისი მდგომარეობა უახლოვდება კრიტიკულს" - ნიკა გვარამია

88
"მიშა არის ცუდად, მისი მდგომარეობა უახლოვდება კრიტიკულს" - ნიკა გვარამია
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი ცუდადაა და მისი მდგომარეობა კრიტიკულს უახლოვდება.

მისივე თქმით, სააკაშვილს არ ჰყავს მკურნალი ექიმი.

"მიშა არის ცუდად. მისი მდგომარეობა უახლოვდება კრიტიკულს. და ამ ფონზე მას არ ჰყავს მკურნალი ექიმი და არ უშვებენ "ემპათიის" ექიმებსაც.

მე მსგავსი კატასტროფის მომსწრე არა თუ არ ვყოფილვარ, არც დამიშვია ოდესმე, თუ ვიქნებოდი", - წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს.

report.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →