—

მამუკა მდინარაძე - სააკაშვილის, ისევე როგორც სხვა პატიმრების უფლებები, საქართველოში უმაღლეს დონეზეა დაცული

46
მამუკა მდინარაძე - სააკაშვილის, ისევე როგორც სხვა პატიმრების უფლებები, საქართველოში უმაღლეს დონეზეა დაცული
მოსასმენად დააჭირეთ

მსოფლიოში ყველა პატიმარი თანაბარია თავის უფლებებში, შესაბამისად, სააკაშვილის, ისევე როგორც სხვა პატიმრების უფლებები, საქართველოში უმაღლეს დონეზეა დაცული, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა…

მსოფლიოში ყველა პატიმარი თანაბარია თავის უფლებებში, შესაბამისად, სააკაშვილის, ისევე როგორც სხვა პატიმრების უფლებები, საქართველოში უმაღლეს დონეზეა დაცული, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

ამასთნ, მისივე თქმით, მსოფლიოში განსაკუთრებული და არაჩვეულებრივი პატიმრის ცნებას არ ცნობენ.

„მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებები ისეა დაცული, როგორც ვერ წარმოედგინა ვერავის ამ ქვეყანაში, განსაკუთრებით წლების წინ. მე ძალიან ხშირად მესმის საყვედურებიც იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილის, დამნაშავის მიმართ ხომ არ არის გადაჭარბებული ყურადღება, გადაჭარბებული ემოციები. ჟურნალისტების ნაწილიც ამას უწყობთ ხელს, მისი აქტუალიზაციის მიზნით, მაშინ ხომ არ უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილი ყველა დანარჩენი პატიმრის მსგავს უფლებრივ მდგომარეობაში. მოქალაქეების მოწერილი მინახავს, რომ სასტუმრო ხომ არ არის, ასობით მნახველი რომ შედის მასთან, მაშინ სხვასთანაც ასე უნდა შევიდესო.

მსოფლიო განსაკუთრებული და არაჩვეულებრივი პატიმრის ცნებას არ ცნობს. ყველა პატიმარი, ყველა მოქალაქე არის თანაბარი თავის უფლებებში. შესაბამისად, მისი უფლებები, ისევე როგორც სხვა პატიმრების უფლებები, უმაღლეს დონეზეა დაცული საქართველოში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

(1tv)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →