—

„ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან მოშიმშილე კიდევ ერთი ადამიანი კლინიკაში გადაიყვანეს

57
„ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან მოშიმშილე კიდევ ერთი ადამიანი კლინიკაში გადაიყვანეს
მოსასმენად დააჭირეთ

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან კიდევ ერთი მოშიმშილე შეუძლოდ გახდა.

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან კიდევ ერთი მოშიმშილე შეუძლოდ გახდა.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა განუცხადა, ის უკვე მერვე ადამიანია, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

მისი თქმით, დაახლოებით 200-მდე ადამიანი შიმშილობდა, თუმცა, მათი რიცხვი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მუდმივად იცვლება.

რაც შეეხება პარტიის ლიდერების ჯანმრთელობის მდგომარეობას, ზაალ უდუმაშვილი განმარტავს, რომ მათ ჯერ გართულებები არ ჰქონიათ.

„ლიდერების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ჯერჯერობით, მათ არანაირი გართულება არ ჰქონიათ“,-განაცხადა უდუმაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით, „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან პარტიის ლიდერები და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები შიმშილობენ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →