—

უკრაინის საგარეო უწყება - მიხეილ სააკაშვილის სამხედრო ჰოსპიტლიდან ციხეში გადაყვანის მცდელობა არასათანადო იყო

84
უკრაინის საგარეო უწყება - მიხეილ სააკაშვილის სამხედრო ჰოსპიტლიდან ციხეში გადაყვანის მცდელობა არასათანადო იყო
მოსასმენად დააჭირეთ

მიხეილ სააკაშვილის სამხედრო ჰოსპიტლიდან ციხეში გადაყვანის გუშინდელი მცდელობა, არასათანადო იყო, - ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სააკაშვილის…

მიხეილ სააკაშვილის სამხედრო ჰოსპიტლიდან ციხეში გადაყვანის გუშინდელი მცდელობა, არასათანადო იყო, - ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სააკაშვილის ადვოკატებს არ ეცნობათ საქართველოს პენიტენციური სამსახურის შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ.

„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის საშუალებას არ იძლევა. მას შემდგომი რეაბილიტაცია სჭირდება.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, პატივისცემით მოექცნენ უკრაინის მოქალაქეს და არ დაუშვას ქმედებები, რომლებიც საფრთხეს უქმნის მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

უკრაინელი დიპლომატები საქართველოში აგრძელებენ სიტუაციის განსაკუთრებულ კონტროლს, ასევე, მუდმივ დიალოგში არიან საქართველოს ხელისუფლებასთან და მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებთან“, - აცხადებენ უწყებაში.

ამასთან, როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოში უკრაინის კონსული ხვალ მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოინახულებს.

„ქართულმა მხარემ უნდა მისცეს უკრაინელ ექიმებს უფლება მიხეილ სააკაშვილი გამოკვლევის მიზნით მოინახულონ.

ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას უკრაინაში მის დაბრუნებაზე ჰუმანიტარული მიზეზების, მკურნალობისა და რეაბილიტაციის მიზნით. ასეთი ნაბიჯის აუცილებლობა აშკარაა“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →