—

საკოორდინაციო საბჭოს ახალი გადაწყვეტილებები ცნობილია

31
საკოორდინაციო საბჭოს ახალი გადაწყვეტილებები ცნობილია
მოსასმენად დააჭირეთ

200-ლარიანი წახალისების ღონისძიება იანვრის განმავლობაშიც გაგრძელდება და იმ პირთა ასაკი, რომლებიც თანხას კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის შემდეგ მიიღებენ, 50 წლამდე დაიწევს, - აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა…

200-ლარიანი წახალისების ღონისძიება იანვრის განმავლობაშიც გაგრძელდება და იმ პირთა ასაკი, რომლებიც თანხას კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის შემდეგ მიიღებენ, 50 წლამდე დაიწევს, - აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

საბჭოს გადაწყვეტილება ასაკობრივ რისკჯგუფებში ვაქცინაციის კიდევ უფრო წახალისებას ისახავს მიზნად და ის ძალაში პირველი იანვრიდან შევა.

ამასთან, როგორც ცნობილია, 1-დან 10 იანვრამდე საჯარო უწყებებში უქმე დღეები გამოცხადდა. ანალოგიური რეკომენდაციით მიმართა საკოორდინაციო საბჭომ კერძო დაწესებულებებსაც.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მიმართავს, მაქსიმალურად აარიდონ თავი ხალხმრავალ შეკრებებს, ატარონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →