—

აცრის შემთხვევაში 200 ლარს 50 წელს გადაცილებული პირებიც მიიღებენ

32
აცრის შემთხვევაში 200 ლარს 50 წელს გადაცილებული პირებიც მიიღებენ
მოსასმენად დააჭირეთ

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აცრის შემთხვევაში სახელმწიფოსგან 200 ლარს 50 წელს გადაცილებული პირებიც მიიღებენ. ამ დრომდე აღნიშნულ თანხას მხოლოდ 60 წელს ზემოთ ასაკის ადამიანები იღებდნენ.

როგორც საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ ბრიფინგზე განაცხადა, აცრის შემთხვევაში თანხის ჩარიცხვის სისტემა იანვარშიც გაგრძელდება. 

„იანვარშიც გაგრძელდება წახალისების პროგრამა, რომელიც გულისხმობდა აცრის შემთხვევაში 60 წელს ზემოთ ასაკის პირებისთვის 200-ლარიან დანამატს. ამავდროულად, დაიწევს ასაკობრივი ზღვარი და აცრის შემდეგ 200 ლარი 50 წელს გადაცილებული პირებიც მიიღებენ“, - აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ. 

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →