—

ლიზა იასკო მიმართვას ავრცელებს

24
ლიზა იასკო მიმართვას ავრცელებს
მოსასმენად დააჭირეთ

უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის კლინიკიდან ციხეში გადაყვანის მცდელობა როგორც უკრაინის, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ურადღების გარეშე არ დარჩება.

გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში იასკო განვითარებულ მოვლენებს პროვოკაციას უწოდებს და იმედს გამოთქვამს, რომ საბოლოოდ, მიხეილ სააკაშვილს რეაბილიტაციისთვის სხვა ქვეყანაში გადაიყვანენ.

"მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა, მას არ შეუძლია ფეხზე დგომა, აქვს სისუსტე და არაერთი ცუდი სიმპტომი. მომხდარის შემდეგ საავადმყოფოში არავის უშვებდნენ, არც მის პირად ექიმებს და არც დედას. მსგავს პროვოკაციებს გამოხმაურებები მოჰყვება, არც გაჩუმდება არც საერთაშორისო თანამეგობრობა, არც უკრაინული მხარე და არც ადამიანის უფლებებათა დამცველები.

ეს არის არაადამიანური მოპყრობა. მიხეილ სააკაშვილი არ იღებს შესაბამის სამედიცინო დახმარებას. ამას ემატება პროვოკაციები იმისთვის, რომ მისი საბოლოოდ განადგურება მოხდეს. იმედი მაქვს, მივაღწევთ, რომ მიხეილ სააკაშვილს რეაბილიტაციისთვის სხვა ქვეყანაში გადაიყვანონ, რადგან საქართველოში ის უსაფრთხოდ არაა", - ამბობს იასკო. 

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →