—

მამუკა მდინარაძე - გიორგი მარგველაშვილი თავისი თავის აქტუალიზაციას ცდილობს

30
მამუკა მდინარაძე - გიორგი მარგველაშვილი თავისი თავის აქტუალიზაციას ცდილობს
მოსასმენად დააჭირეთ

გიორგი მარგველაშვილი თავისი თავის აქტუალიზაციას ცდილობს, - ასე შეაფასა უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილი ს მიერ მიხეილ სააკაშვილი ს მონახულების შემდეგ გაკეთებული განცხადებები.

მისი თქმით, როდესაც მარგველაშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი პუტინის პატიმარია - ეს „ნაციონალური მოძრაობის" „მესიჯ-ბოქსია“.

„მან თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი პუტინის პატიმარიაო და თუ ცოტა ფაქტებზე ვილაპარაკებთ და პუტინის მოკავშირის როლში უფრო წარმოვიდგენთ მიხეილ სააკაშვილს, მაშინ ამ ფონზე, როდესაც ეს ადამიანი იძახის, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პუტინის პატიმარი - ჩნდება „ნაცმოძრაობის" "მესიჯ-ბოქსი, რაც არის ძალიან სამწუხარო იმ ადამიანისგან, რომელიც იყო ამ ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის შემდეგ და თან „ქართული ოცნების" მმართველობის დროს", - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქმეებზე, რომლებიც პოლიტიკურად მოტივირებულად ფასდება, პოლიტიკური მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს. ამასთან, მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ სააკაშვილი პუტინის პატიმარია.

İpn.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →