—

ადვოკატი - მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, რომ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება

81
ადვოკატი - მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, რომ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება
მოსასმენად დააჭირეთ

მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, რომ მეოთრე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ გორის სამხედრო…

მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, რომ მეოთრე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალთან განუცხადა, სადაც მესამე პრეზიდენტი მოინახულა.

როგორც თუთბერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მან და სააკაშვილმა ისაუბრეს დღევანდელ სასამართლო პროცესზე და ასევე გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრაზე.

„ჯანმრთელობის მდგომარეობის კუთხით ის ისევ სუსტად არის. თუმცა, როგორც მითხრა, მკურნალობის კურსი მიმდინარეობს სტაბილურად. შედეგის თვალსაზრისით, ალბათ, რამდენიმე დღეში ვნახავთ, როგორი მდგომარეობა გვექნება. რაც შეეხება სასამართლო პროცესს, ბუნებრივია, მას აფასებს ისე როგორც არის, ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური პროცესი და არავითარი კავშირი მართლმსაჯულებასთან ამ სასამართლო წარმოებას არ გააჩნია. ამასთან, თვლის, რომ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატზე ზეწოლა, ამ ორგანოს პირდაპირი გაუქმება, რომელიც არ უშინდება პოლიტიკურ წნეხს, პირდაპირ ნიშნავს ქართულ სახელმწიფოებრიობაზე მორიგ მნიშვნელოვან დარტყმას.

ამჟამად ელოდება გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრას. ფიქრობს, რომ შეხვედრა, ბუნებრივია, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და იმედი მაქვს, პროდუქტიული. შინაარსზე, ბუნებრივია, მე ვერაფერს მოგახსენებთ”, - განაცხადა თუთბერიძემ.

მისი თქმით, მარგველაშვილთან შეხვედრის ხანგრძლივობა დაახლოებით 3 საათი იქნება. “როგორც ჩემთვისაა ცნობილი, შეხვედრის დრო განსაზღვრულია 12:00 საათიდან 15:00 საათამდე. თუმცა, ესეც შესაძლებელია, რომ შეიცვალოს. ეს არის დრო, რომელიც განსაზღვრეს თავად პრეზიდენტებმა და შეუთანხმეს პენიტენციურ სამსახურსაც”, - განაცხადა თუთბერიძემ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →