—

ნიკოლოზ ყიფშიძე - სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებისკენ არ მიდის

24
ნიკოლოზ ყიფშიძე - სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებისკენ არ მიდის
მოსასმენად დააჭირეთ

დინამიკაში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებისკენ არ მიდის. ვიტყოდი, რომ მისი მდგომარეობა არის სტაბილურად არადამაკმაყოფილებელი. ისევე, როგორც წინა დღეებში, მას აღენიშნება ნეიროდეფიციტი, - ამის…

დინამიკაში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებისკენ არ მიდის. ვიტყოდი, რომ მისი მდგომარეობა არის სტაბილურად არადამაკმაყოფილებელი. ისევე, როგორც წინა დღეებში, მას აღენიშნება ნეიროდეფიციტი, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ, გორის სამხედრო ჰისპიტალში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მონახულების შემდეგ განაცხადა.

ყიფშიძემ აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე წასვლას ფიქრობდა, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მან ამის გაკეთება გადაიფიქრა. ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, საააკაშვილმა აღნიშნული გადაწყვეტილება მისი რჩევის შემდეგ მიიღო. ყიფშიძემ ასევე განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში უცხოელ მედიკოსებს ელოდებიან. სავარაუდოდ, ისინი შემდეგ კვირას ჩამოვლენ.

„მკურნალობის სქემასთან დაკავშირებით ექიმებს შორის დისკომფორტი წარმოიშვა. მე და ბატონ ოთარ თოიძეს გვსურს, რომ აღვუდგინოთ ის წამლები, რომლებსაც აღარ იღებს, მაგრამ, საუბედუროდ, გორის ჰოსპიტალის ექიმი უარზეა. პრეპარატების დასახელებას არ დავაკონკრეტებ. ვთხოვ ჯანდაცვის სამინისტროს, რომ გამოაგზავნოს სახელმწიფო კომისია, რადგან მხოლოდ მათ შეუძლიათ დანიშნულების შეცვლა, ჩვენ ამის უფლება არ გვაქვს. აქ სუფთა სამედიცინო არგუმენტებია, არ მგონია, რომ ეს განსახილველი იყოს. ველოდებით უცხოელ ექიმებს, რადგან ვფიქრობ, რომ რაც მალე ჩამოვლენ, უკეთესი იქნება. მე არ მაქვს კარგი პროგნოზი და ეს ყველაფერი ასე არ უნდა დავტოვოთ. ჩემი აზრით, მკურნალობა ადეკვატური არ არის. საჭიროა ხარისხიანი მკურნალობა, რეაბილიტაცია და დიაგნოსტიკა. გორის ჰოსპიტალი მშვენიერი საავადმყოფოა - არაფერს ვერჩი, პირიქით, აქ ძალიან კარგი ხალხი მუშაობს, მაგრამ აპარატურა, რომელიც საჭიროა ასეთი ავადმყოფისთვის, აქ არ არსებობს. საუბარი მაქვს MRT-ზე, რომელიც ნევროლოგებისთვის არის საჭირო, რათა ნახონ, რაშია საქმე, რის შემდეგაც, შესაძლოა მკურნალობა შეიცვალოს“, - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →