—

ენმ-ის ოფისთან მოშიმშილე რამდენიმე პირი შეუძლოდ გახდა

21
ენმ-ის ოფისთან მოშიმშილე რამდენიმე პირი შეუძლოდ გახდა
მოსასმენად დააჭირეთ

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისთან, 12 კარავია გაშლილი, რომელშიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 200-მდე ადამიანი შიმშილობს. რამდენიმე მათგანი შეუძლოდ გახდა, რის გამოც, ისინი საავადმყოფოში…

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისთან, 12 კარავია გაშლილი, რომელშიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 200-მდე ადამიანი შიმშილობს. რამდენიმე მათგანი შეუძლოდ გახდა, რის გამოც, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ენმ-ის წევრის - ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, რამდენიმე ადამიანი, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს, შიმშილობის აქციას გამოეთიშა. მისივე თქმით, მოშიმშილეების ჯანმრთელობის მონიტორინგი მუდმივად რეჟიმში მიმდინარეობს.

"ყოველი შემდგომი დღე იქნება კიდევ უფრო რთული აქციის მონაწილეებისთვის. მიმდინარეობს მაქსიმალური კონტროლი მათი ჯანმრთელობის. ბოლოს გადავიყვანეთ აქციის კიდევ ერთი მონაწილე კლინიკაში. ის შეუძლოდ გახდა და საჭირო იყო მედიკოსების ჩარევა, თუმცა მოშიმშილეების უმრავლესობა სტაბილურად არიან და თავს გრძნობენ ნორმალურად. შესაბამისად გრძელდება აქციაც და ამ აქციას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი მიზანი,"- აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.

შიმშილობის აქცია ენმ-ს ცენტრალურ ოფისთან 7 დღის წინ დაიწყო. 

(report)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →