—

ალეკო ელისაშვილი - მგზავრობის ფასი გაგვიორმაგდა

31
ალეკო ელისაშვილი - მგზავრობის ფასი გაგვიორმაგდა
მოსასმენად დააჭირეთ

პირველი თებერვლიდან მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა გაორმაგდება. გილოცავთ! წინასაახალწლოდ ძალიან მაგარია ეს ამბავი - პარლამენტის წევრი ვარ და ვერ გადავიხდი ერთბაშად 250 ლარს , - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა…

პირველი თებერვლიდან მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა გაორმაგდება. გილოცავთ! წინასაახალწლოდ ძალიან მაგარია ეს ამბავი - პარლამენტის წევრი ვარ და ვერ გადავიხდი ერთბაშად 250 ლარს , - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა და პარლამენტის წევრმა, ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფი დედაქალაქში მოძრავი ყვითელი მიკროავტობუსების გამო გაიზარდა.

„რანაირად გაიაფდება, გადაიხადეთ აბა! პარლამენტის წევრი ვარ და მე ვერ გადავიხდი ერთბაშად 250 ლარს. მითუმეტეს, ახალი წელი მოდის, ყოველ კაპიკს ფასი აქვს.

კალაძის ერთ-ერთი მთავარი დანაშაული არის, რომ მარშრუტკები დატოვა. მაფიოზია ერთი, მაქაცარია, რომლისაც არის მარშრუტკები. სამარცხვინო ტრანსპორტია, რომელსაც გაჩერება საერთოდ არ აქვს. ჩვენს ფულს ხარჯავს იმისთვის, რომ მაქაცარია გახდეს კიდევ უფრო მდიდარი. გახდეს მდიდარი, მაგრამ ჩვენს ხარჯზე ნუ ხდება.

რა მუნიციპალური ტრანსპორტია დღეს თბილისში? - მეტრო, ავტობუსი და მარშრუტკა, ეს მარშრუტკები აფუჭებს ყველაფერს. მარშრუტკების გამო არის, რომ გაძვირდა. გაგვიორმაგდა ეს ფასი. პირველი თებერვლიდან მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა გაორმაგდება. გილოცავთ! წინასაახალწლოდ ძალიან მაგარია ეს ამბავი“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ცნობისთვის, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის 90-წუთიანი ბარათი 1 ლარი ეღირება, 1-დღიანი ბარათი - 3 ლარი, 1-კვირიანი - 20 ლარი, 1-თვიანი - 40 ლარი, 3-თვიანი - 100 ლარი, 6-თვიანი - 150 ლარი, ხოლო 1-წლიანი ბარათები - 250 ლარი ეღირება.

საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას სააბონემენტე ულიმიტო სისტემა ძალაში 1-ელი თებერვლიდან შევა.

İpn.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →