—

დაბადების დღეზე მისულ სტუმრებს შიმშილობა დააწყებინა - თალაკვაძე

35
დაბადების დღეზე მისულ სტუმრებს შიმშილობა დააწყებინა - თალაკვაძე
მოსასმენად დააჭირეთ

"სა­ა­კაშ­ვილ­მა და­ბა­დე­ბის დღე­ზე მი­სულ სტუმ­რებს შიმ­ში­ლო­ბა და­ა­წყე­ბი­ნა - ცი­ნი­კურ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე მი­უ­თი­თებს ის, რომ სა­კუ­თა­რი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი ქუ­ჩა­ში, სა­შიმ­ში­ლოდ კარ­ვებ­ში დას­ვეს მა­შინ…


"სა­ა­კაშ­ვილ­მა და­ბა­დე­ბის დღე­ზე მი­სულ სტუმ­რებს შიმ­ში­ლო­ბა და­ა­წყე­ბი­ნა - ცი­ნი­კურ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე მი­უ­თი­თებს ის, რომ სა­კუ­თა­რი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი ქუ­ჩა­ში, სა­შიმ­ში­ლოდ კარ­ვებ­ში დას­ვეს მა­შინ, როცა დიდი, კე­თილ­მო­წყო­ბი­ლი ოფი­სი აქვთ", - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან პარ­ლა­მენ­ტის ვიცე- სპი­კერ­მა არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მისივე თქმით, სა­ვა­რა­უ­დოდ, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" შიგ­ნით გარ­კვე­უ­ლი ბრძო­ლა მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ა­კაშ­ვილ­სა და მე­ლი­ას შო­რის. 

"მსურს, ჯან­მრთე­ლო­ბა ვუ­სურ­ვო ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს, მათ შო­რის მა­თაც, ვინც პრო­ტესტს გა­მო­ხა­ტავს. სა­ა­კაშ­ვი­ლის და­ვა­ლე­ბა, რომ მის­მა მხარ­დამ­ჭე­რებ­მა იშიმ­ში­ლონ, ვთვლი, რომ არის მო­რი­გი პრო­ვო­კა­ცია. და­ბა­დე­ბის დღე­ზე მი­სულ სტუმ­რებს რომ შიმ­ში­ლო­ბას და­ა­წყე­ბი­ნებს. ალ­ბათ, ყვე­ლამ ვი­ცით, ეს რას ნიშ­ნავს. რაც შე­ე­ხე­ბა შიმ­ში­ლო­ბის მო­თხოვ­ნას, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, რომ ქვე­ყა­ნა­ში ვინ­მემ ამ ფორ­მით მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბას თავი და­აღ­წი­ოს. რო­გორც ჩანს, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" შიგ­ნით მიმ­დი­ნა­რე­ობს ბრძო­ლა ნიკა მე­ლი­ა­სა და გვა­რა­მია-სა­ა­კაშ­ვილს შო­რის, ასე იკ­ვე­თე­ბა და ეს მე­ო­რე ჯგუ­ფი ცდი­ლობს, რო­გორ­მე ნიკა მე­ლია ჩა­ა­ნაც­ვლოს ან შე­ა­სუს­ტოს, რად­გან ის პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რეა. ვიდ­რე სა­ა­კაშ­ვი­ლი პა­ტიმ­რო­ბა­შია, ცხა­დია, ნიკა მე­ლი­ას თა­ნამ­დე­ბო­ბას და მის გავ­ლე­ნას პარ­ტი­ა­ში საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა. ამას­თან, გარ­კვე­ულ კავ­შირ­ში უნდა იყოს თე­მურ ალა­სა­ნი­ას სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლა, რო­მე­ლიც რუ­სუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის თა­ნამ­შრო­მე­ლი გახ­ლავთ და ასე­ვე, ამას­თან კავ­შირ­ში უნდა იყოს ოპო­ზი­ცი­ის მიერ მარ­თუ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის შიგ­ნით ფი­ნან­სუ­რი კრი­ზი­სი და ის გან­ცხა­დე­ბე­ბი, რაც ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის შიგ­ნით კეთ­დე­ბა.

აშ­კა­რაა, რომ რუ­სუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის თა­ნამ­შრო­მე­ლი თე­მურ ალა­სა­ნია სა­ქარ­თვე­ლო­ში კონ­კრე­ტუ­ლი და­ვა­ლე­ბით, კონ­კრე­ტუ­ლი ინ­სტრუქ­ცი­ით ჩა­მო­ვი­და და პარ­ტი­ულ ტე­ლე­ვი­ზი­ებს და­ე­მუქ­რა, რომ და­ფი­ნან­სე­ბას შე­უ­წყვეტ­და, თუ უფრო რა­დი­კა­ლურ მოქ­მე­დე­ბებ­ზე არ გა­და­ვი­დოდ­ნენ. მან იგი­ვე ინ­სტრუქ­ცია ჩა­მო­ი­ტა­ნა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ლი­დე­რე­ბის მი­მართ და სა­ვა­რა­უ­დოდ, სწო­რედ ამის შე­დე­გია, რომ ალა­სა­ნი­ას სა­ქარ­თვე­ლო­დან წას­ვლის მე­ო­რე დღეს­ვე და­ი­წყო შიმ­ში­ლო­ბა, რა­საც ისი­ნი შიმ­ში­ლო­ბას ეძა­ხი­ან, სი­ნამ­დვი­ლე­ში, სა­ა­კაშ­ვილ­მა და­ბა­დე­ბის დღე­ზე მი­სულ სტუმ­რებს შიმ­ში­ლო­ბა და­ა­წყე­ბი­ნა, რაც არის არა ლი­დე­რო­ბა, არა­მედ ეგო­იზ­მი, როცა შენ ჰოს­პი­ტალ­ში ხარ, სა­უ­კე­თე­სო სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბას იღებ და შენ მი­მართ ყვე­ლა პი­რო­ბა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია, ხოლო ზამ­თარ­ში, პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში, სა­კუ­თარ მხარ­დამ­ჭე­რებს შიმ­ში­ლო­ბის­კენ მო­უ­წო­დებ, ეს არის ეგო­იზ­მი და არა ლი­დე­რო­ბა. თუმ­ცა ვი­ცო­დით, რო­გო­რი ხელ­მძღვა­ნე­ლი იყო სა­ა­კაშ­ვი­ლი, მათ შო­რის, გორ­ში, თვითმფრი­ნა­ვის გა­მო­ჩე­ნა­ზე ის გა­იქ­ცა და თა­ვი­სი ფრან­გი კო­ლე­გა მი­ა­ტო­ვა. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ლი­დე­რე­ბის მხრი­დან ცი­ნი­კურ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე მი­უ­თი­თებს ის, რომ სა­კუ­თა­რი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი ქუ­ჩა­ში, სა­შიმ­ში­ლოდ კარ­ვებ­ში დას­ვეს მა­შინ, როცა დიდი, კე­თილ­მო­წყო­ბი­ლი ოფი­სი აქვთ,"- გა­ნა­ცხა­და თა­ლაკ­ვა­ძემ.

Report.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →