—

ნინო ლომჯარია საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ხვდება

27
ნინო ლომჯარია საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ხვდება
მოსასმენად დააჭირეთ

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ხვდება.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შესვლამდე ომბუდსმენმა ჟურნალისტებს განუცხადა, ჯერჯერობით არაა გადაწყვეტილი, რა ფორმით ჩაერთვება სახალხო დამცველის აპარატი პრეზიდენტის ინიციატივით წამოწყებულ პროცესში. მისივე თქმით, აღნიშნული პროცესი მნიშვნელოვანია, რადგან „შესაძლებელია ეროვნული შეთანხმება შედგეს“.

„ზუსტად არ ვართ ჩამოყალიბებული სახალხო დამცველი რა ფორმით იქნება ჩართული. როგორც ვიცით, პრეზიდენტი არის კონსულტაციების რეჟიმში და სხვადასხვა აქტორების მოსაზრებებს ისმენს. მე ჩემი ხედვები მაქვს, თუმცა საინტერესო იქნება ამ პოზიციების სხვებთან ერთად შეჯერება - როგორი მოლოდინებია, რა შედგების მიღება გვინდა. ეს ალბათ უნდა იყოს პროცესი, რომელიც კონსენსუსზე დაფუძნებული იქნება.

ჩემთვის, როგორც სახალხო დამცველისთვის, ეს პროცესი მნიშვნელოვანია, რადგან ვფიქრობ, რომ ამ პროცესისგან შესაძლებელია შედგეს ეროვნული შეთანხმება იმაზე, როგორ ქვეყანაში გვინდა ვიცხოვროთ. ჩემთვის ამოსავალი იქნება არა მხოლოდ წარსულ საკითხებზე - შეცდომებსა თუ მიღწევებზე შეთანხმება, არამედ შეთანხმება იმაზე, როგორი უნდა იყოს დამოუკიდებელი ინსტიტუტები და სად გვინდა, რომ ვიყოთ, რა კურსი აქვს ქვეყანას. ყველაზე მთავარი ალბათ, იქნება ისეთ საკითხებზე შეთანხმება, რაც ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს განსაზღვრავს - ეს არის დამოუკიდებელი ინსტიტუტები, პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულება“,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

რაც შეეხება იმას, ისაუბრებს თუ არა პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე, ომბუდსმენი ამბობს, რომ ეს საკითხი შეთანხმების საკვანძო თემა არ უნდა იყოს, თუმცა მისი განხილვაც „კარგი იქნება“.

„არ ვფიქრობ, რომ შეწყალება თუ ამნისტია ამ პროცესის მთავარი აქცენტი უნდა იყოს, მაგრამ კარგი იქნება, რომ ეს საკითხებიც განხილული იყოს. თუ შევთანხმდებით, რომ ისტორიის ის ფურცელი უნდა დავასრულოთ, სადაც ყველა ხელისუფლების დროს იყო პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულებები, პრეზიდენტს ეს მანდატი აქვს და მისი გამოყენების შესაძლებლობას განვიხილავთ. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ამ პროცესის მთავარი და საკვანძო საკითხი არაა“,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →