—

დავით მესხიშვილი - ყველაფერი გაძვირდა და ყველაფრის გაძვირება იწვევს მომსახურების გაძვირებას - ამ ფასების დაჭერა არის შეუძლებელი

32
დავით მესხიშვილი - ყველაფერი გაძვირდა და ყველაფრის გაძვირება იწვევს მომსახურების გაძვირებას - ამ ფასების დაჭერა არის შეუძლებელი
მოსასმენად დააჭირეთ

ყველაფერი გაძვირდა და ყველაფრის გაძვირება იწვევს მომსახურების გაძვირებას - ამ ფასების დაჭერა არის შეუძლებელი და ვფიქრობ, რომ გაძვირდება საქალაქთაშორისო გადაზიდვებიც და გაძვირდება სატაქსო მომსახურებაც, - ამის შესახებ…

ყველაფერი გაძვირდა და ყველაფრის გაძვირება იწვევს მომსახურების გაძვირებას - ამ ფასების დაჭერა არის შეუძლებელი და ვფიქრობ, რომ გაძვირდება საქალაქთაშორისო გადაზიდვებიც და გაძვირდება სატაქსო მომსახურებაც, - ამის შესახებ საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის პრეზიდენტმა, დავით მესხიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, რითაც თბილისის მერიის მიერ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის სააბონიმენტო სისტემის შემოღებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, მგზავრობის გაძვირება საწვავის, ავტომომსახურების და ავტონაწილების გაძვირებამ გამოიწვია.

„ნამდვილად ევროპული სტანდარტის ხედვაა, რომ საბარათე სისტემით ხდებოდეს საზოგადოებრივ ტრანსპორტით მგზავრობა, მე ამ პროექტს მივესალმები და დადებით გადაწყვეტილებად მიმაჩნია ამ პროექტის არსებობა, თუმცა რაც შეეხება ტარიფებს, გულწრფელად უნდა გითხრათ, რომ არ მიკვირს. საწვავი არის კატასტროფულად გაძვირებული, გაზრდილია ფასი ავტონაწილებზე, გაზრდილია ფასი ავტომომსახურებაზე და ა.შ. საერთო გაძვირებაა და თუ საწვავზე კიდევ გაიზარდა ფასები, რაც მოსალოდნელია, ეს ნიშნავს ავტომომსახურების გაძვირებას, რაც სამწუხარო რეალობაა. ჩვენ ამ პრობლემას უნდა ვებრძოდეთ იმ ნაწილში, რომ არ გაძვირდეს ავტონაწილი, ავტომომსახურება, საწვავი და ა.შ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მე საერთოდ არ გამოვრიცხავ სატაქსო ტარიფის გაზრდასაც იმიტომ, რომ ყველაფერი გაძვირდა და ყველაფრის გაძვირება იწვევს მომსახურების გაძვირებას. ამ ფასების დაჭერა არის შეუძლებელი იმიტომ, რომ ყველაფერი გაძვირდა და მე ვფიქრობ, რომ გაძვირდება საქალაქთაშორისო გადაზიდვებიც და გაძვირდება სატაქსო მომსახურებაც ძალიან დიდად და სამწუხაროდ“, - განაცხადა მესხიშვილმა.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →