—

გიორგი ღიბრაძის განცხადებით, ამ ეტაპზე ღამის კლუბების გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ არის

30
გიორგი ღიბრაძის განცხადებით, ამ ეტაპზე ღამის კლუბების გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ არის
მოსასმენად დააჭირეთ

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის განცხადებით, ამ ეტაპზე ღამის კლუბების გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განმარტა, ღამის კლუბებთან დაკავშირებით შრომის ინსპექცია შესაბამის რეაგირებას ახდენს.

„როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში უკვე დაფიქსირდა „ომიკრომის“ შტამი. მიმდინარეობს კიდევ კვლევა რამდენიმე შემთხვევაზე. ცხადია, მაღალია პოტენციალი იმისა, რომ ვირუსი ჩვენთანაც გავრცელდეს. შესაბამისად, კლუბებთან მიმართულებით ლიბერალიზაცია არ არის. კლუბების გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიგვიღია. ტენდენციაც რომ ვნახოთ, მთელ მსოფლიოში, სადაც საქმიანობა დაშვებული იყო, იქაც შეზღუდვები მოქმედებს. რაც შეეხება შრომის ინსპექციას და ჩატარებულ ღონისძიებებს, ცხადია, ჩატარებული ღონისძიებების შესახებ ვიცით და არასწორი ინფორმაციაა, რომ შრომის ინსპექციას რეაგირება არ მოუხდენია“,-განაცხადა ღიბრაძემ. (ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →