—

„ნაციონალური მოძრაობის“ დაგეგმილ მასობრივი შიმშილობის აქციას სამოქალაქო აქტივისტები შეუერთდნენ

40
„ნაციონალური მოძრაობის“ დაგეგმილ მასობრივი შიმშილობის აქციას სამოქალაქო აქტივისტები შეუერთდნენ
მოსასმენად დააჭირეთ

“ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაგეგმილ მასობრივი შიმშილობის პროტესტს ათამდე სამოქალაქო აქტივისტი, მათ შორის, ნიკა ფარულავაც უერთდება. როგორც ფარულავამ ჟურნალისტებს პარტიის ოფისში განუცხადა, წნეხის გაზრდა პოლიტიკური…

“ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაგეგმილ მასობრივი შიმშილობის პროტესტს ათამდე სამოქალაქო აქტივისტი, მათ შორის, ნიკა ფარულავაც უერთდება. როგორც ფარულავამ ჟურნალისტებს პარტიის ოფისში განუცხადა, წნეხის გაზრდა პოლიტიკური დევნის შეწყვეტისთვის მნიშვნელოვანია.

“მნიშვნელოვანია წნეხის გაზრდა პოლიტიკური დევნის შეწყვეტისთვის, იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში არასდროს იყოს მაგალითად, რამაზ გერლიანის გაუჩინარების მსგავსი ქეისები, დასრულდეს ავტორიტარიზმი და დიქტატურა. როდესაც საზოგადოებას ვთხოვთ, უნდა გამოფხიზლდნენ და შემოუერთდნენ წინააღმდეგობის მოძრაობას ამისთვის საჭიროა ნახონ, რომ შენ ყველაფერზე ხარ წამსვლელი და პროტესტის უკიდურეს ზომებსაც მიმართავ. სწორედ ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება” , - განაცხადა ნიკა ფარულავამ.

პარტია “ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალური ოფისის ეზოში კარვები გაშალეს, სადაც პარტიის წევრები პროტესტის ნიშნად დღეიდან შიმშილობას გეგმავენ. ამ დროისთვის ტერიტორიაზე ორი კარავია გაშლილი.

მასობრივი შიმშილობის დაწყების შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა. მისი თქმით, შიმშილობის აქცია იქამდე არ შეწყდება, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდება.

İpn.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →