—

მთავარი პრობლემა არა სააკაშვილი, არამედ პუტინია - მარგველაშვილი

28
მთავარი პრობლემა არა სააკაშვილი, არამედ პუტინია - მარგველაშვილი
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი მოქმედ პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შესახებ საუბრობს.

მისი თქმით, შეხვედრისას განხილვის მთავარი საკითხი სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა იყო, რომელსაც ის მხარს უჭერს.

"მთავარი საკითხი იყო ის პოლიტიკური და საზოგადოებრივი პროცესი, რომელიც ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა წამოიწყო. მთავარი პრობლემა, ჩემი შეფასებით არის, არა ბატონი სააკაშვილი, არამედ ბატონი პუტინი. ძალიან სერიოზული რისკები არსებობს ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც არის საქართველო და უკრაინა. მე იმედი მაქვს რომ შევხვდები პრეზიდენტ სააკაშვილს, პირველ რიგში, ის არის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერი და ბუნებრივია თანხმობაზე საუბარი, "ნაციონალური მოძრაობის" გარეშე, უბრალოდ ფარსია. მე სწორად მიმაჩნია, რომ ამ წინაპირობების გარეშე დაიწყოს სამმა პრეზიდენტმა, საკითხების განხილვა,"- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

ცნობისთვის, გიორგი მარგველაშვილმა სააკაშვილის მონახულების თხოვნით პენიტენციურ სამსახურს, თავდაცვისა და ჯანდაცვის სამინისტროებს უკვე მიმართა. მან წერილში განმარტა, რომ სურს მიხეილ სააკაშვილთან განიხილოს პრეზიდენტ ზურაბიშვილის ინიცირებული "შერიგების პროცესი".

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მზადაა, მეოთხე პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს შეხვდეს. ის მოუწოდებს ხელისუფლებას, მარგველაშვილს დაბრკოლება არ შეუქმნას.

(Report)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →