—

მიხეილ სააკაშვილის მძღოლის ჩვენება ხელმისაწვდომი გახდა

29
მიხეილ სააკაშვილის მძღოლის ჩვენება ხელმისაწვდომი გახდა
მოსასმენად დააჭირეთ

მიხეილ სააკაშვილის მძღოლის ჩვენება საჯარო გახდა. ტრაილერის მძღოლი, სადაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი იმყოფებოდა საზღვრის კვეთის დროს, აღწერს იმ გარემოებებს, რა მიზნითაც დაეხმარა მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონოდ…

მიხეილ სააკაშვილის მძღოლის ჩვენება საჯარო გახდა. ტრაილერის მძღოლი, სადაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი იმყოფებოდა საზღვრის კვეთის დროს, აღწერს იმ გარემოებებს, რა მიზნითაც დაეხმარა მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთაში. 

"რუსთავი 2"-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ელგუჯა ცომაიამ ამხილა მარშრუტის ყველა მონაწილე. მათ შორის შს მინისტრის ყოფილი მოადგილე გია ლორთქიფანიძე და სააკაშვილის მძღოლი - იური.

"უკრაინაში გია ლორთქიფანიძის თხოვნით ჩავედი, ჩემი სატვირთო ავტომობილი მაწვნითა და არაჟნით დავტვირთე. შემდეგ, გიამ მითხრა, რომ მიხეილ სააკაშვილს ჩემამდე მისი მძღოლი იურა მიიყვანდა. ჩერნომორსკში, მძღოლმა მოიყვანა მიხეილ სააკაშვილი, მას თან ახლდა გია ლორთქიფანიძე. მიხეილ სააკაშვილი შემოვიდა სატვირთო ავტომობილში და მოსასვენებელ კაბინაში მოთავსდა, რის შემდეგაც სატვირთო გემზე დავტვირთეთ," - აცხადებს ელგუჯა ცომაია ჩვენებაში.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →