—

ამირან გამყრელიძის თქმით, 10-ზე მეტ საეჭვო შემთხვევათა უმეტესობაში „ომიკრონი“ არ დადასტურდა, 2-ს კი ამ დრომდე სწავლობენ

20
ამირან გამყრელიძის თქმით, 10-ზე მეტ საეჭვო შემთხვევათა უმეტესობაში „ომიკრონი“ არ დადასტურდა, 2-ს კი ამ დრომდე სწავლობენ
მოსასმენად დააჭირეთ

კვირაზე მეტია, ლუგარის ლაბორატორიაში „ომიკრონის“ საეჭვო შემთხვევებს სწავლობენ, თუმცა გასული 24 საათის განმავლობაში, საყურადღებო მხოლოდ 2 ბიოლოგიური მასალა იყო.

კვირაზე მეტია, ლუგარის ლაბორატორიაში „ომიკრონის“ საეჭვო შემთხვევებს სწავლობენ, თუმცა გასული 24 საათის განმავლობაში, საყურადღებო მხოლოდ 2 ბიოლოგიური მასალა იყო.

„ჩვენს რეგიონში, ეს შტამი რუსეთსა და უკრაინაშია დაფიქსირებული. ჩვენთან კვლევები მიმდინარეობს. ორი შემთხვევაა საკმაოდ საეჭვო. იმ პროტოკოლის მიხედვით, რომლითაც ჩვენ ვხელმძღვანელობთ, ასეთი საეჭვო 10-ზე ოდნავ მეტი შემთხვევა გვქონდა. მათგან უმრავლეს შემთხვევაში, სეკვენირებით, არ დადასტურდა და „დელტა“ შტამი აღმოჩნდა, ორ შემთხვევაში, კვლავ გაღრმავებული კვლევა მიმდინარეობს. სეკვენირებას 4-5 დღე სჭირდება“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა „ქრონიკას“ განუცხადა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 909 160 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 858 949, გარდაიცვალა 13 071 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.

İmedi.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →