—

რატი ბრეგვაძე სააკაშვილზე - არ ყოფილა არცერთი დარღვევა

22
რატი ბრეგვაძე სააკაშვილზე - არ ყოფილა არცერთი დარღვევა
მოსასმენად დააჭირეთ

როდესაც გვაქვს პასუხისმგებლობა აღებული მათ შორის საზოგადოებრივ მშვიდობაზე, მართლწესრიგის და სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვაზე, გვიწევს გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება, რომელშიც, რა თქმა უნდა, არ ყოფილა არცერთი…

როდესაც გვაქვს პასუხისმგებლობა აღებული მათ შორის საზოგადოებრივ მშვიდობაზე, მართლწესრიგის და სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვაზე, გვიწევს გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება, რომელშიც, რა თქმა უნდა, არ ყოფილა არცერთი დარღვევა, მთელი ამ გადაყვანის პროცედურაში , - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგვაძემ პარლამენტში მიხეილ სააკაშვილის ე.წ. გლდანის ციხეში გადაყვანის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

რატი ბრეგვაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი სრულიად უწყინარ სიტუაციაშიც კი პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა.

„ნაჩვენებია კადრები, როდესაც აბსოლუტურად მშვიდობიანად, თქვენობითი ფორმით მოუწოდებენ, რომ გადმოვიდეს და დაემორჩილოს კანონიერ მოთხოვნას, ის არ დაემორჩილა კანონიერ მოთხოვნას, რომ შესახლებულიყო შესაბამის დაწესებულებაში, ასეთ დროს, მით უმეტეს, როცა უკვე ფიზიკურ წინააღმდეგობას უწევს პატიმარი თანამშრომელს, მათ აქვთ მათ შორის სპეცსაშუალებების გამოყენების სრული უფლება, მაგრამ ესეც კი არ ყოფილა გამოყენებული და კარგად დაინახავს ყველა იმ კადრებში, რომ მისი თითო კიდური ეკავა თითო თანამშრომელს იმისთვის, რომ ის არ დაზიანებულიყო და ამ ფორმით შეჰყავდათ.

რომელ ძალადობრივ "ინვაზიაზეა" საუბარი, როდესაც მან გადააგდო სამედიცინო აპარატურა. ყველამ ნათლად დაინახა, რომ არავინ მასთან ნემსით არ მიახლოებულა და მისი ნების საწინააღმდეგოდ რაიმე სამედიცინო პროცედურის ჩატარება არ დაუწყია. აი ეს არის მთელი ისტორია და იმ კადრებში ასევე ძალიან ნათლად ჩანს, რომ სრულიად უწყინარ სიტუაციაში ის მიზანმიმართულად აყენებს ფიზიკურ შეურაცხყოფას ჩვენს თანამშრომლებს.

როდესაც ადამიანს პრეტენზია გაქვს, რომ ხარ იურისტი, გაქვს იურიდიული განათლება და ამბობ, რომ ადამიანი გაიტაცეს ერთი დაწესებულებიდან მეორეში, საუბარიც ზედმეტია კვალიფიციურობაზე”, - განაცხადა რატი ბრეგვაძემ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →