—

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც მიხეილ სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია გამოკითხვაზე მივიდა, ხმაური იყო

24
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც მიხეილ სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია გამოკითხვაზე მივიდა, ხმაური იყო
მოსასმენად დააჭირეთ

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია გამოკითხვაზე მივიდა, ხმაური იყო.

ალასანიას გამოჩენამ სასამართლოს ეზოში მყოფი მოქალაქეების გაღიზიანება გამოიწვია.

„საქართველოს აგინებდი, ერის მაგინებელი ხარ", - ამ სიტყვებით მიმართეს ეზოში მყოფმა პირებმა ალასანიას.

სიტუაციის განმუხტვა სამართალდამცავებმა შეძლეს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია დღეს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხება.

არსებული ინფორმაციით, ალასანია კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაიბარეს გამოკითხვაზე.სავარაუდოდ, საგამოძიებო მოქმედება ეხება 2018 წელს უკრაინულ საიტზე გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერს, რომელშიც, სავარაუდოდ, სააკაშვილი სიტუაციის რადიკალიზაციაზე თემურ ალასანიას ესაუბრება.

İpn.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →