—

მიზანია ატმოსფეროს შეცვლა და ახალი განწყობის შემოტანა - სალომე ზურაბიშვილი

23
მიზანია ატმოსფეროს შეცვლა და ახალი განწყობის შემოტანა - სალომე ზურაბიშვილი
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საახალწლო მიღება პრეზიდენტისთვის ნებისმიერ ქვეყანაში ჩვეულებრივი მოვლენაა.

მისივე თქმით, ამ ყველაფრის მიზანი არის ატმოსფეროს შეცვლა და ახალი განწყობის შემოტანა.

პრეზიდენტმა მიღებაზე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს მიმართა:

"ძალიან მოხარული ვარ თქვენი აქ მობრძანებით. ბევრი კითხვა გაისმა ამ მიღების შესახებ და მინდა, ორიოდე სიტყვა ვთქვა ამ თემაზე, რომ ასეთი ტიპის მიღება მგონი არის ძალიან ჩვეულებრივი პრეზიდენტისთვის ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. მომავალ დღეებში მექნება სხვა ღონისძიებები სამხედრო ხელმძღვანელებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რადგან გარკვეული რეგულაციებიდან გამომდინარე, დღეს საშუალება არ გვეძლევა, რომ ყველა ერთად მოვიწვიოთ. ამიტომ, ეს ძალიან ჩვეულებრივი მოვლენაა.

მინდა, ყველას მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი. ამავე დროს, არ დავმალავ, რომ ამას აქვს თავისი მიზანი, რომელიც არის ცოტა ატმოსფეროს შეცვლა და ახალი განწყობის შემოტანა. ჩვენ ვართ განწყობის ხალხი და მნიშვნელოვანია, რომ შეიცვალოს რაღაცა ოდენობით მაინც ის განწყობა, რომელიც აწვება ქვეყანას დღეს. ამით არაფერი ისეთი ახალი ჯერ არ შემოვა, მაგრამ ეს არის პირველი ერთი ნაბიჯი, თუნდაც ეს ერთად დგომა, მგონი, პოზიტივი არის და პოზიტივად იქნება აღქმული ჩვენი საზოგადოების მიერ, რომელიც ძალიან მძიმედ განიცდის დღეს უკვე ამ გაუთავებელ პოლარიზაციას, გაუთავებელ დაძაბულობას, რომელმაც ჩაძირა, გააჩერა ჩვენი ქვეყანა. 

პრაქტიკულად არ არის საკითხი, რომლის გადაწყვეტა შეგვიძლია დღეს ამ პოლარიზაციიდან გამომდინარე. ამდენად, ამ პროცესის დაწყება მგონია, რომ არის დროული. ერთი მხრივ იმიტომ, რომ 30 წელი გავიდა, ჩვენი სახელმწიფო არის უკვე ზრდასრული და დროა, გამოვიდეთ ამ რაღაცა ახალგაზრდული ჯახიდან და გადავიდეთ ახალ პოლიტიკაზე", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

(Report)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →