—

"თუ ბაძავ, ბოლომდე მიბაძე" - მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს

27
"თუ ბაძავ, ბოლომდე მიბაძე" - მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მორიგ წერილს აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ მისი ბიძა თემურ ალასანია, საქართველოში საახალწლოდ ჩამოვიდა და ის დაკითხვაზეა დაბარებული.

სააკაშვილი "ქართული ოცნების" დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და ურჩევს, თუ ასლან აბაშიძეს ბაძავს, "ბოლომდე მიბაძოს და ყველა ალასანია, სააკაშვილი და წერეთელი დაიჭიროს".

"გავიგე, ბიძაჩემი თემურ ალასანია, რომელიც საახალწლოდ ჩამოვიდა საქართველოში, დაკითხვაზე დაიბარეს. ჩემი რჩევა ივანიშვილს, თუ ბაძავ ასლანს, ბარემ ბოლომდე მიბაძე ყველა ასანიძე რომ დაიჭირა ერთად. დააპატიმრე სასწრაფოდ ყველა ალასანია, ყველა სააკაშვილი, მიაყოლე ავთო წერეთელიც და მისი ადვოკატიც კახა წერეთელიც, ჩემი ნათესავებია, ყველა საქართველოში მყოფი ჰოლანდიელი, ნუ ერთი ამერიკელიც [ბიძაჩემი ხომ ამერიკის მოქალაქეა], რათა ახალი წლის სუფრაზე განსაკუთრებულად დაცულად და ბედნიერად იგრძნო თავი შენს ხიხოსტანში", - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში.

Report.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →