—

სალომე ზურაბიშვილს მადლობა, მაგრამ მონაწილეობას ვერ მივიღებთ - მელია

104
სალომე ზურაბიშვილს მადლობა, მაგრამ მონაწილეობას ვერ მივიღებთ - მელია
მოსასმენად დააჭირეთ

სალომე ზურაბიშვილს მადლობა მოპატიჟებისთვის, მაგრამ ვინაიდან კლასიკური საახალწლო ცერემონიაა, საახალწლო საღამოა, ჩვენ ამ საღამოში მონაწილეობას ვერ მივიღებთ გასაგები მიზეზების გამო - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური…

სალომე ზურაბიშვილს მადლობა მოპატიჟებისთვის, მაგრამ ვინაიდან კლასიკური საახალწლო ცერემონიაა, საახალწლო საღამოა, ჩვენ ამ საღამოში მონაწილეობას ვერ მივიღებთ გასაგები მიზეზების გამო - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ განაცხადა. 

"ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას იმ შეხვედრებში, რომელსაც, როგორც ქალბატონი ზურაბიშვილი აანონსებს, ადგილი ექნება უახლოეს მომავალში" - აცხადებს მელია.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა ოპოზიციის წევრები ორბელიანის სასახლეში საახალწლო მიღებაზე მიიწვია. 

ამ ეტაპზე ცნობილია "როას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას პოზიცია, რომელიც პრეზიდენტის ორგანიზებულ საახალწლო ღონისძიებას არ დაესწრება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, როგორც სალომე ზურაბიშვილმა შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინიციატივით გამართულ დემოკრატიის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ის პოლარიზაციის, სიძულვილისა და დაყოფის დასაძლევად ეროვნული მასშტაბის ინკლუზიურ პროცესს წამოიწყებს, სადაც მთელი საზოგადოება იქნება ჩართული.

Report.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →