—

ოპოზიცია ირაკლი კობახიძეს ხვდება

84
ოპოზიცია ირაკლი კობახიძეს ხვდება
მოსასმენად დააჭირეთ

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები "ქართული ოცნების" თავმჯდომარესთან შეხვედრა მართავენ. ირაკლი კობახიძის კაბინეტში შესვლისას ჟურნალისტებმა ბადრი ჯაფარიძე, ანა ნაცვლიშვილი, ხატია დეკანოიძე, თინა ბოკუჩავა და გიორგი…

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები "ქართული ოცნების" თავმჯდომარესთან შეხვედრა მართავენ. ირაკლი კობახიძის კაბინეტში შესვლისას ჟურნალისტებმა ბადრი ჯაფარიძე, ანა ნაცვლიშვილი, ხატია დეკანოიძე, თინა ბოკუჩავა და გიორგი ვაშაძე დააფიქსირეს.

შეხვედრა სხვებზე ადრე დატოვა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა. გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ კობახიძესთან მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ისაუბრეს. მისი თქმით, თებერვალში იქნება ცვლილებებთან დაკავშირებით ძირეული მსჯელობა და ამ პერიოდისთვის ყველა თავის პოზიციას ჩამოაყალიბებს.

„ქართული ოცნება" 2- პროცენტიანი ბარიერის წინააღმდეგი არ არის, გვეუბნებიან, რომ ეს ცვლილება ამოქმედდეს 2024 წლიდან და გავრცელდეს 2028 წელზეც. 

გვინდოდა გაგვეგო, რა უნდა „ქართულ ოცნებას". ჯერ ბოლომდე ვერ დავადგინეთ სიმართლე გითხრათ. ბარიერის გარდა არის რიგგარეშე არჩევნების საკითხიც. არაფერი პოზიციები არ შეგვიჯერებია, უბრალოდ, გვინდოდა მოგვესმინა საჯარო სივრცის გარეშე, რა უნდა „ქართულ ოცნებას", რასაც გვეუბნებიან, 2- პროცენტიანი ბარიერის წინააღმდეგი არ არიან და მეორე - ეს ცვლილება რომ ამოქმედდეს 2024 წლიდან და გავრცელდეს 2028 წელზეც. მანამდე იყოს 1- პროცენტიანი ბარიერი და 120/30- ზე პრინციპი,"- განაცხადა ვაშაძემ.

(Report)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →