—

მოგიწოდებთ, იმუშაოთ ოპოზიციასთან - იენს სტოლტენბერგი

62
მოგიწოდებთ, იმუშაოთ ოპოზიციასთან - იენს სტოლტენბერგი
მოსასმენად დააჭირეთ

NATO ელოდება, რომ საქართველო დაიცავს დემოკრატიულ სტანდარტებს, რომელზეც ბოლო წლებში დიდი სამუშაო გასწია, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან…

NATO ელოდება, რომ საქართველო დაიცავს დემოკრატიულ სტანდარტებს, რომელზეც ბოლო წლებში დიდი სამუშაო გასწია, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, შეხვედრაზე საუბარი იყო საქართველოს საშინაო რეფორმებსა და წლიური ეროვნული პროგრამის იმპლემენტაციის საკითხზე. მან საქართველოს ხელისუფლებას ოპოზიციასთან მუშაობისა და უთანხმოების დაძლევისკენ მოუწოდა.

„სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაზე, მედიის თავისუფლებასა და უსაფრთხოების სექტორის ანგარიშვალდებულებაზე მუშაობა გაგრძელდეს. ჩვენ ასევე მოგიწოდებთ, იმუშაოთ ოპოზიციასთან, რათა გადაწყვიტოთ პოლიტიკური უთანხმოება, შეამციროთ პოლარიზაციისკენ მიმართული რიტორიკა და ქმედებები. NATO ელოდება, რომ საქართველო დაიცავს დემოკრატიულ სტანდარტებს, რომელზეც ბოლო წლებში დიდი სამუშაო გასწია“, – განაცხადა იენს სტოლტენბეგრმა.

Report.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →