—

პრეზიდენტი ხვალ ოპოზიციას შეხვდება

25
პრეზიდენტი ხვალ ოპოზიციას შეხვდება
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ინკლუზიური პროცესის დაწყების ინიციატვით გამოვიდა, ხვალ ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება.

შეხვედრის დეტალები უცნობია. ცნობილია, მხოლოდ ის რომ პრეზიდენტს ხვალ საახალწლო ღონისძიება აქვს და მან მოსაწვევებიც უკვე დააგზავნა. 

იქნება თუ არა დიალოგის პირველი მცდელობა ხვალინდელ ღონისძიებაზე, ამ კითხვაზე ზურაბიშვილმა დღეს ჟურნალისტებს არ უპასუხა და მხოლოდ ერთი რეპლიკით შემოიფარგლა: 

"საახალწლო ღონისძიებაა" - თქვა ზურაბიშვილმა. 

სალომე ზურაბიშვილი საახალწლო ღონისძიებას ხვალ ორბელიანების სასახლეში მართავს. ღონისძიების ოფიციალური ნაწილი ნაძვის ხის ანთებაა. 

"ღონისძიება იმართება პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა პატივსაცემად, ჩაცმის სტილი უნდა იყოს ოფიციალური" - წერია პრეზიდენტის მოსაწვევ ბარათში.

ცნობილია, რომ ოპოზიციის ნაწილი, მათ შორის "ნაციონალური მძრაობა" ღონისძიებაზე დასწრებას არ გეგმავს.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინიციატივით გამართულ დემოკრატიის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ის პოლარიზაციის, სიძულვილისა და დაყოფის დასაძლევად ეროვნული 

მასშტაბის ინკლუზიურ პროცესს წამოიწყებს, სადაც მთელი საზოგადოება იქნება ჩართული.

შერიგებასთან დაკავშირებით ცნობილია მიხეილ სააკაშვილის პოზიციაც.

Report.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →