—

შარლ მიშელი სომხეთის პრემიერსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს შეხვდა

14
შარლ მიშელი სომხეთის პრემიერსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს შეხვდა
მოსასმენად დააჭირეთ

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე ერთი დღით ადრე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა.

InterPress.ge-ს ცნობით, განცხადებას ევროპული საბჭო ავრცელებს.

შარლ მიშელის თქმით, ევროკავშირი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებში მხარდასაჭერად ექსპერტთა სპეციალურ მისიას შექმნის.

მისი თქმით, ექსპერტთა მისია ორივე მხარეს ტექნიკურ დახმარებას გაუწევს.

ევროპული საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეხვედრაზე შარლ მიშელმა ერევანსა და ბაქოს სიტუაციის განმუხტვისკენ მოუწოდა.

მედიის ცნობით, სამმხრივ შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული უთანხმოების მოგვარება იყო. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ, რომ დაიწყებენ ორ ქვეყანას შორის საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის აღდგენას.

შარლ მიშელმა აღნიშნა, რომ შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ორ ქვეყანას შორის ნდობის ატმოსფეროს შექმნის უზრუნველყოფა იყო. ასევე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის განცხადებით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის საკითხებში მხარდასაჭერად ევროკავშირი ექსპერტთა ჯგუფს გახდის ხელმისაწვდომს. ექსპერტთა ჯგუფი ორივე მხარეს ტექნიკურ დახმარებას გაუწევს.

"პრეზიდენტმა მიშელმა მოუწოდა როგორც ერევანს, ასევე ბაქოს, აქტიურად კეთილსინდისიერად ჩაერთონ და დეესკალაციის მიმართულებით იმუშაონ. მან ხაზი გაუსვა, რომ ძალების სათანადო დისტანცირების უზრუნველყოფა ინციდენტების პრევენციის აუცილებელი ელემენტია“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, პრეზიდენტმა მიშელმა ხაზი გაუსვა საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის აღდგენის მნიშვნელობას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის და ზოგადად, სამხრეთ კავკასიაში, ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის სრული პატივისცემით.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →