—

"მზად ვართ, დავიწყოთ მუშაობა სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმებაზე" - ილჰამ ალიევი

116
"მზად ვართ, დავიწყოთ მუშაობა სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმებაზე" - ილჰამ ალიევი
მოსასმენად დააჭირეთ

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, ბაქო მზადაა ერევანთან სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობის დასაწყებად.

როგორც ილჰამ ალიევმა ბრიუსელში, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრისას განაცხადა, აზერბაიჯანს რეგიონში სტაბილურობა და მშვიდობა სურს.

"აზერბაიჯანი მშვიდობის, სტაბილურობის და პროგნოზირებადობის მომხრეა. ჩვენი ძალისხმევა მიმართულია ნებისმიერი ახალი ომის შესაძლებლობის მინიმუმამდე დაყვანისკენ. ამისთვის საუკეთესო გზა არის კომუნიკაციების გახსნა, აქტიური დიალოგის დაწყება, მეზობლობის ხელახლა სწავლა. ჩვენი პოლიტიკა ღიაა და პირდაპირი. იმედი მაქვს, რომ თუ სომხეთის მხრიდან იქნება კეთილი ნება, ჩვენ მზად ვართ, დავიწყოთ მუშაობა სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმებაზე", – განაცხადა ალიევმა.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →