—

სახალხო დამცველთან არსებული ექიმთა კონსილიუმის დასკვნა ცნობილია

25
სახალხო დამცველთან არსებული ექიმთა კონსილიუმის დასკვნა ცნობილია
მოსასმენად დააჭირეთ

ომბუდსმენის მიერ შექმნილი სამედიცინო კონსილიუმი მიიჩნევს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფება, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არ უნდა გადაიყვანონ.

როგორც დღევანდელ ბრიფინგზე ნევროლოგმა თენგიზ წულაძემ განაცხადა, აღნიშნულის მიზეზი პოსტტრავმული სტრესული აშლილობაა, რაც მიხეილ სააკაშვილმა გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში მიიღო.

"ადამიანს რადგან აქვს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, ეს იმას გულისხმობს, რომ ეს ტრავმა, სტრესი, ზუსტად პენიტენციურ დაწესებულებაში მიიღო, ყველაზე მეტად გლდანში. ამიტომ იქ გადაყვანას ჩვენ არ ვუჭერთ მხარს იმ გაგებით, რომ პოსტტრავმული სტრესული აშლილობის მკურნალობა უნდა მოხდეს იმ გარემოში, რომელიც სტრესს არ აგონებს ადამიანს", – განაცხადა ნევროლოგმა თენგიზ წულაძემ.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა საყურადღებო რჩება.

"ნევროლოგიური სიმპტომატიკიდან რჩება გარკვეული პათოლოგია, წონასწორობის დარღვევა, ზოგადი სისუსტე, გამოხატულია ანემია, ფსიქიური თვალსაზრისით არის მძიმე დეპრესია და ჩვენი მოსაზრებით, პოსტტრავმული სტრესული აშლილობა. პაციენტის მკურნალობა მიმდინარეობს და სტაბილურია, თუმცა გვაქვს მოსაზრებები, რომელიც დეტალურად გავწერეთ დანართში. 25 ნოემბერს გავეცით ფსიქოთერაპიის შესახებ რეკომენდაცია, მაგრამ არ შესრულდა რაღაც მიზეზების გამო და ახლაც ვაკეთებთ ამაზე აქცენტს. რაც შეეხება ფიზიკურ რეაბილიტაციას, ძალიან მნიშვნელოვანია. ნევროლოგიური დაავადებები ხშირად არ მთავრდება ერთ დღეში, ერთ კვირაში და ხანგრძლივად საჭიროებს რეაბილიტაციას", – განაცხადა თენგიზ წულაძემ.

(Report)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →