—

ადვოკატი - მიხეილ სააკაშვილი ვერ იღებს საკვებს, საკვების 80% უბრალოდ ნაგავში იყრება, ვინაიდან მისი ორგანიზმი ამ საკვების მისაღებად მზად არ არის

23
ადვოკატი - მიხეილ სააკაშვილი ვერ იღებს საკვებს, საკვების 80% უბრალოდ ნაგავში იყრება, ვინაიდან მისი ორგანიზმი ამ საკვების მისაღებად მზად არ არის
მოსასმენად დააჭირეთ

მიხეილ სააკაშვილი ვერ იღებს საკვებს, საკვების 80% უბრალოდ ნაგავში იყრება, ვინაიდან მისი ორგანიზმი ამ საკვების მისაღებად მზად არ არის, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი ს ადვოკატმა, დიმიტრი…

მიხეილ სააკაშვილი ვერ იღებს საკვებს, საკვების 80% უბრალოდ ნაგავში იყრება, ვინაიდან მისი ორგანიზმი ამ საკვების მისაღებად მზად არ არის, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ის აცხადებს, კარგი იქნებოდა, მიხეილ სააკაშვილს სამედიცინო დახმარება არ სჭირდებოდეს, თუმცა, ამ ეტაპზე ამის საჭიროება არის.

„რაც შეეხება გუშინ ერთ-ერთი ექიმის მიერ გაკეთებულ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ყველაფერი არის კარგად და საკვებთან დაკავშირებით ყველა შეზღუდვა გაუქმდა, მინდა ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ მიხეილ სააკაშვილი ვერ იღებს საკვებს, საკვების 80% უბრალოდ ნაგავში იყრება, ვინაიდან მისი ორგანიზმი ამ საკვების მისაღებად მზად არ არის. ძალიან ბედნიერი ვიქნებოდით, რომ საერთოდ არ სჭირდებოდეს მიხეილ სააკაშვილს არანაირი სამედიცინო სერვისის მიწოდება, თუმცა, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ეს სიტუაცია არ გვაქვს“,-განაცხადა საძაგლიშვილმა.

დიმიტრი საძაგლიშვილმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილი უკვე მოინახულა, ახლა კი მასთან შესახვედრად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, აკაკი მინაშვილი იმყოფება.

İpn.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →