—

დაკავებულ აქტივისტებს ჯარიმებს ჩამოვაწერთ და კომპენსაციას გადავუხდით - ენმ

24
დაკავებულ აქტივისტებს ჯარიმებს ჩამოვაწერთ და კომპენსაციას გადავუხდით - ენმ
მოსასმენად დააჭირეთ

ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, იმ სამოქალაქო აქტივისტებს, რომლებსაც აქციებზე აკავებენ, კომპენსაციას გადაუხდიან, მათ მიმართ დაწესებული ჯარიმები კი გაუქმდება. აღნიშნულის შესახებ ენმ-ის…

ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, იმ სამოქალაქო აქტივისტებს, რომლებსაც აქციებზე აკავებენ, კომპენსაციას გადაუხდიან, მათ მიმართ დაწესებული ჯარიმები კი გაუქმდება. აღნიშნულის შესახებ ენმ-ის წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ხაბეიშვილი ამბობს, რომ აქციებზე ადამიანებს უკანონოდ აკავებენ, რაც მისივე თქმით სისხლის სამართლის დანაშაულია.

როგორც მან აღნიშნა, ყველა აქტივისტის დაკავების ვიდეომასალა დაარქივებულია და ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ამ საქმეებს ინდივიდუალურად გადახედავენ.

"ნაციონალურ მოძრაობაში მიღებულია გადაწყვეტილება - როგორც კი შეიცვლება რეჟიმი, ყველა აქტივისტი, ყველა ადამიანი, რომლებიც დაკავებული იყვნენ აქციაზე პოლიტიკური ნიშნით, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებისთვის და დააჯარიმეს, ყველა ეს ჯარიმა იქნება ჩამოწერილი. ასევე ყველა პირი, ვინც აქციაზე გამოხატვის თავისუფლებისთვის უკანონოდ დააკავეს, ამ ადამიანებს გადაეხდებათ კომპენსაციის სახით ორმაგი თანხა, რაც ამ დრომდე დააკისრა ქართულმა ოცნებამ. ასევე, ყველა ადამიანი, ვინც აქციაზე უკანონოდ დააკავეს, როგორც კი შეიცვლება რეჟიმი ყველა ეს საქმე იქნება ინდივიდუალურად გადახედილი და მათაც და მათი ოჯახის წევრებსაც სახელმწიფოსგან გადაეხდება კომპენსაცია", - თქვა ხაბეიშვილმა. 

Report.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →