—

რატი ბრეგაძე სომხეთის იუსტიციის მინისტრს შეხვდა

25
რატი ბრეგაძე სომხეთის იუსტიციის მინისტრს შეხვდა
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძე მ და სომხეთის იუსტიციის მინისტრმა კარენ ანდრესიანმა შეხვედრაზე მობილური იუსტიციის სახლები და სერვისების სფეროში დაგეგმილი სხვა ინოვაციური პროექტები განიხილეს.

როგორც იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაშია ნათქვამი, რატი ბრეგაძე და კარენ ანდრესიანს ვენეციაში ვიზიტის ფარგლებში შეხვდნენ.

“საქართველოს იუსტიციის მინისტრი მაღალი დონის კონფერენციაში მონაწილეობს, რომელიც ევროპის საბჭოს ორგანიზებით იმართება. შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო საქართველო-სომხეთის თანამშრომლობის საკითხებსაც იუსტიციის სფეროში. ორი ქვეყნის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ მომავალი წლის თებერვალში ქართულ-სომხური სამართლებრივი ფორუმი გაიმართება. სომხეთის იუსტიციის მინისტრის თქმით, ის აღფრთოვანებულია მობილური იუსტიციის სახლების მოდელით, რომელიც ნოვაციაა არა მარტო რეგიონული, არამედ მსოფლიო მასშტაბით სერვისების გაცემის სფეროში. კარენ ანდრესიანმა საქართველოს იუსტიციის მინისტრი სომხეთში მიიწვია. მინისტერიალი „დანაშაული და სისხლის სამართლის მართლმსაჯულება – აღდგენითი მართლმსაჯულების როლი ევროპაში“ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რიკ დემსი, ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო, იტალიის იუსტიციის მინისტრი მარტა კარტაბია და ევროპის ქვეყნების იუსტიციის მინისტრები მონაწილეობენ. რატი ბრეგაძემ მინისტერიალის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და მათ საქართველოში აღდგენითი მართლმსაჯულების მიღწევები და მისი სამომავლო განვითარების ხედვა გააცნო“, - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.

İpn.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →