—

ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი ევროსაბჭოს ხელმძღვანელს შეხვდებიან

83
ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი ევროსაბჭოს ხელმძღვანელს შეხვდებიან
მოსასმენად დააჭირეთ

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი დღეს ერთ თვეზე ნაკლებ დროში მეორედ შეხვდებიან ერთმანეთს.

InterPress.ge-ს ცნობით, ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

მისი ცნობით, მოლაპარაკებები ევროსაბჭოს ხელმძღვანელის, შარლ მიშელის მონაწილეობით ბრიუსელში გაიმართება, სადაც მეორე დღეს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი შედგება

მანამდე შარლ მიშელი ილჰამ ალიევთან ორმხრივ შეხვედრას გამართავს, შემდეგ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე მოლაპარაკებებს ნიკოლ ფაშინიანთან გამართავს.

ბოლოს ალიევი და ფაშინიანი ერთმანეთს 26 ნოემბერს, სოჭში შეხვდნენ. შეხვედრა სამმხრივი იყო და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მონაწილეობით გაიმართა. მისი მთავარი შედეგი ქვეყნებს შორის საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის მექანიზმის შექმნის გადაწყვეტილება იყო.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →